USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
23 დეკემბერი - ეს დღე ისტორიაში
дата:  269

23 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 357-ე დღე (ნაკიან წლებში – 358-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 8 დღე.

დღის მოვლენები

619 : ბონიფაციუს V რომის პაპი გახდა.

1493 : ნიურმბერგის ქრონიკების გეორგ ალტის გერმანული თარგმანი გამოიცა.

1514 : დაარსდა კუბის ქალაქი ტრინიდადი

1888 : ვინსენტ ვან გოგმა მარცხენა ყურის ქვემო ნაწილი მოიჭრა, საროსკიპოში წაიღო და მეძავ ქალ რახელს მისცა.

1913 : აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი შეიქმნა.

1916 : პირველი მსოფლიო ომი - მაგდაბას ბრძოლა - მოკავშირეები თურქეთის ძალებს ამარცხებენ ეგვიპტის სინაის ნახევარკუნძულზე.

1947 : პირველი ტრანზისტორის დემონსტრაცია განხორციელდა ბელ-ლაბში.

1953 : დახვრიტეს ლავრენტი ბერია, სსრკ-ის სახ. უშიშროების ორგანოს ხელმძღვანელი.

1954 : პირველად ადამიანის თირკმელის ტრანსპლანტაცია განხორციელდა ექიმ ჯოზეფ მიურეის მიერ პიტერ ბენტ პრაიემ ჰოსპიტალში, ბოსტონი, მასაჩუსეტსი.

1958 : მსოფლიოს უმაღლესი თავისუფლად მდგომი ლითონის კოშკი - ტოკიოს ტელეანძა გაიხსნა.

1970 : მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ტაუერი დასრულდა 1368 ფუტის ნიშნულზე, რითაც იგი მსოფლიოს უმაღლესი შენობა გახდა.

1972 : ნიკარაგუას დედაქალაქ მანაგუას 6.5 ბალის მიწისძვრა დაატყდა თავს, რომელმაც 10.000-მდე ადამიანი იმსხვერპლა.

1977 : ილია II საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.

1979 : საბჭოთა ჯარები იპყრობენ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულს.

1990 :სლოვენიის მოსახლეობის 88% რეფერენდუმში იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობას უჭერს მხარს.

2004 : მაკერის კუნძულზე სამხრეთ ოკეანეში 8.1 ბალის მიწისძვრა დაფიქსირდა.

2008 : გვინეის პრეზიდენტის ლანსანა კონტეს გარდაცვალებიდან მცირე ხანში ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება გამოცხადდა.

2009 : პაკისტანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში ჰიჯრა ცალკე სქესად აღიარეს.

2015 : საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგა.

ამ დღეს დაბადებულნი

245 : ზენობია — პალმირის დედოფალი

1537 : იოანე III — შვედეთის მეფე

1750 : ფრიდრიხ ავგუსტ I — საქსონიის მეფე

1777 : ალექსანდრე I — რუსეთის მეფე

1790 : ჟან-ფრანსუა შამპოლიონი — ფრანგი ეგვიპტოლოგი

1878 : წერეთელი, მიხეილ — ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე

1910 : მარუაშვილი, გიორგი — ქართველი პარაზიტოლოგი

1918 : ჰელმუტ შმიდტი — გერმანიის კანცლერი

1933 : აკიჰიტო — იაპონიის მმართველი იმპერატორი

1968 : სანდრა რულოვსი — საქართველოს მე–3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე

1994 : ბერა ივანიშვილი — ქართველი მომღერალი

ამ დღეს გარდაცვლილნი

679 : დაგობერტ II — ფრანკების მეფე

910 : ნაუმ ოჰრიდელი — ბულგარელი წმინდანი.

1907 : ჟანსენი, პიერ ჟიულ სეზარ — ფრანგი ასტრონომი

1908 : ბენაშვილი, ანდრია — ქართველი პედაგოგი, გრამატიკოსი, მუსიკათმცოდნე

1948 : ტოძიო ჰიდეკი — იაპონელი გენერალი.

1953 : ბერია, ლავრენტი — სსრკ-ს პოლიტიკური მოღვაწე

1959 : ჰალიფაქსი, ედუარდ — ინგლისის სახელმწიფო მოღვაწე.

2004 : ნარასიმჰა რაო — ინდოეთის პრემიერ-მინისტრი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ვახტანგ III

მინა, ერმოგენი და ევგრაფი

ჰემელი პაფლაგონელი

ღირსი თომა

ნეტარი იოანე და მშობელნი მისნი:ნეტარი სტეფანე და ნეტარი ანგელინა - სერბეთის მთავარნი

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати