USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
Тбилиси
23 აპრილი - ეს დღე ისტორიაში
дата:  1203

3 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის 113-ე დღე (ნაკიან წლებში - 114-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 252 დღე.

დღის მოვლენები

  • 1661 : ვესტმინსტერის სააბატოში ჩარლზ II ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფედ აკურთხეს.
  • 1827 : ირლანდიელმა მათემატიკოსმა და ფიზიკოსმა უილიამ როუან ჰამილტონმა მისი სხივების სისტემათა თეორია წარმოადგინა.
  • 1920 : თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა დაარსდა ანკარაში.
  • 1923 : ბალტიის ზღვის გდანსკის ყურეში პოლონეთის საზღვაო პორტი გდინიას ინაუგურაცია შედგა.
  • 1940 : ნატჩეზში, მისისიპი რიტმის ღამის კლუბში ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა 198 ადამიანი.
  • 1961 : 1940-იანი წლების გენერლის უნიფორმაში გამოწყობილი პრეზიდენტი შარლ დე გოლი სატელევიზიო გამოსვლაში საფრანგეთის სამხედრო პერსონალსა და მოქალაქეებს მიმართავს გენერლების პუტჩის დაუმორჩილებლობისკენ.
  • 1990 : ნამიბია გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 160–ე წევრი.
  • 1993 : გაეროს მონიტორინგით ჩატარებლ რეფერენდუმში ერიტრეის მოქალაქეთა დიდმა უმრავლესობამ ეთიოპიისგან დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.
  • 2001 : კომპანიამ Intel ახალი თაობის პროცესორი Pentium 4 გამოუშვა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1185 : აფონსუ II სქელი — პორტუგალიის მეფე
  • 1791 : ბიუკენენი, ჯეიმზ — აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე
  • 1858 : პლანკი, მაქს — გერმანელი ფიზიკოსი
  • 1876 : ჯავახიშვილი, ივანე — ქართველი ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე
  • 1891 : პროკოფიევი, სერგეი — რუსი კომპოზიტორი
  • 1902 : ლაქსნესი, ჰალდოურ კილიან — ისლანდიელი მწერალი
  • 1935 : ჩიტი, ფრანკო — იტალიელი მსახიობი
  • 1979 : ილონენი, ლაური — ფინელი როკ-მომღერალი
  • 1984 : გაბუნია,ზაზა — ქართველი პოლიტიკოსი და მწერალი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1616 : სერვანტესი, მიგელ დე — ესპანელი მწერალი
  • 1616 : შექსპირი, უილიამ — ინგლისელი დრამატურგი და პოეტი
  • 1784 : სოლომონ I — იმერეთის მეფე
  • 1904 : აღნიაშვილი, ვლადიმერ — ქართველი საზოგადო მოღვაწე
  • 1973 : აბე ტომოძი — იაპონელი მწერალი
  • 1996 : ტრევერსი, პამელა — ავსტრალიელი მწერალი
  • 2007 : ელცინი, ბორის — რუსეთის პრეზიდენტი 1991-1999 წლებში.

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • წმინდა დედანი და მამანი, ქვათახევის მონასტერში წამებული თემურ-ლენგის მიერ
    • მოწამენი: ტერენტი, პომპიოს, აფრიკან, მაქსიმე, ზენონ, ალექსანდრე, თეოდორე და სხვანი ოცდაცამეტნი
    • მოწამენი: იაკობ ხუცესი, აზატან და ავდიკი დიაკონნი

 

  • აგრეთვე:
    • კათოლიციზმი - წმინდა გიორგის დღე
    • კატალონია : სანტ-ხორდის (წმინდა გიორგის) დღე
    • მსოფლიო : წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე
    • ევროპა : ინფექციასთან ბრძოლის დღე
мир
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати