USD 2.7079
EUR 3.1680
RUB 3.3354
Tbilisi
22:19 - საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე
Date:  
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა
გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ასპარეზობა დაასრულა. ქართველი ხელბურთელები ბოლო მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით 22:19 დაამარცხეს.
ტიტე კალანდაძის გუნდმა ამ გამარჯვებით E ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების მეკარე ზურაბ ცინცაძე დასახელდა.
ეროვნული ნაკრებისთვის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი ისტორიულია, რადგან კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ხელბურთელებმა პირველად იასპარეზეს.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული 28 იანვარს ქალაქ კიოლნში გამოვლინდება.

ტიტე კალანდაძის გუნდმა პირველად ითამაშა კონტინენტის პირველობაზე და დებიუტანტის კვალობაზე მართლაც ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა. ნიდერლანდებსა (29:34) და შვედეთთან (26:42) წაგებების შემდეგ ბოსნიასთან მატჩი ჩვენთვის ფინალის ტოლფასი იყო.

მატჩი არ დაწყებულა საქართველოსთვის კარგად, შეტევაში გუნდს უჭირდა და 2:8 ჩამორჩა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლო ნაწილი მთლიანად კალანდაძის შეგირდების იყო, შედეგად, შესვენებაზე გუნდები თანაბარი ანგარიშით გავიდნენ - 9:9.

მეორე ნახევარიც ბოსნიელებმა კარგად დაიწყეს, სამი ბურთითაც წინ გავიდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრების მეკარის, ზურაბ ცინცაძის მიერ ერთ წუთში მოგერიებულმა ორმა პენალტმა (თავისი დამატებებით) თამაშში გარდატეხა შეიტანა. 42-ე წუთზე გიორგი დიხამინჯიას გოლით საქართველო პირველად დაწინაურდა (14:13) და დარჩენილ დროში უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. აღსანიშნავია, რომ ცინცაძემ ორი პენალტის მოგერიების გარდა, ჯამში 19-დან 7 დარტყმა უკუაგდო, ორჯერ კი საგოლე პასიც კი გააკეთა და მატჩის ბოლოს, დამსახურებულად მიიღო საუკეთესო მოთამაშის პრიზი.

ყველაზე შედეგიანი გიორგი ცხოვრებაძე იყო 7 გოლით. 5-ჯერ გამოიჩინა თავი გიორგი დიხამინჯიამ, სამ-სამჯერ თემურ ორჯონიკიძემ, ირაკლი კბილაშვილმა და ერეკლე არსენაშვილმა, ხოლო ერთხელ ხაზეინ რუსტამოვმა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა E ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა 1 მოგებით და 2 წაგებით (2 ქულა), რაც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის კვალობაზე უარყოფითი შედეგი არ არის, მით უფრო, რომ შვედეთისა და ნიდერლანდების სახით ჯგუფში მართლაც უძლიერესი მეტოქეები ჰყავდა და მეტის მოთხოვნა, ახლა უბრალოდ, უტოპიაც იქნებოდა.

 

society
1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.

„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299

საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way