USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Tbilisi
22 თებერვლიდან თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს 180 მიკროავტობუსი შეემატება
Date:  1292

დედაქალაქის მერია ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლებას აგრძელებს. პროექტის ფარგლებში, 300 ერთეულის შესყიდვა მოხდა. აქედან 120 უკვე ხაზზეა გაშვებული, ორშაბათიდან კი, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს დამატებით, 180 ერთეული მიკროავტობუსი შეემატება.

22 თებერვლიდან ახალი მიკროავტობუსები მგზავრებს შემდეგ მიმართულებებზე მოემსახურება:

მიკროავტობუსი N437: სამღერეთის ქ. (ხერთვისის გადაკვეთაზე) - ცოტნე დადიანის ქ. - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი. ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N37.

N479: ბეღლეთისა და მიხეილ მრევლიშვილის ქუჩების გადაკვეთა - ვაჟა ჩაჩავას ქ. (მ/ს "ისანი").

N496: გლდანის VIII მ/რ (#34 კორპუსის მიმდებარედ) - მ/ს "ახმეტელის თეატრი" (მიმდებარედ). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N96.

N414: რკინიგზის გადასასვლელი ხიდი - ოთარ ღუდუშაურის ქ. - ძმობის II ქუჩა. ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N14.

N436: ჯავის ქ. (#75-ის მიმდებარედ) - თამარ მეფის გამზირი - სადგურის მოედანი. ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N36.

N448: გომარეთის ქ. (ბახმაროს ქუჩის გადაკვეთა) - ნიკოლოზ ხუდადოვის ქ. - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი.

N504: თიანეთის ქ. (#65-ის მიმდებარედ) - მიხეილ წინამძღვრიშვილის ქ. #137 (აბასთუმნის ქუჩის გადაკვეთის მიმდებარედ). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N204.

N576: ნიაბის ქ. - მ/ს ,,ავლაბარი". ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N76.

N583: საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი "თბილისის ზღვის პლაზას" მიმდებარე ტერიტორია - მ/ს ,,ვარკეთილი" (საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარედ). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N83.

N425: მ/ს "ახმეტელის თეატრი" - ომარ ხიზანიშვილის ქ. (გადასვლა გლდანის მე-3მ/რაიონი, კორპუსი #68"ბ"-ს მოპირდაპირედ) - მ/ს "ახმეტელის თეატრი" (მიმდებარედ)(წრიული). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N225.

N429: მ/ს "ახმეტელის თეატრი" - მუხიანის IV ბ მ/რ კორპუსი #42-ის მიმდებარედ. ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N29.

N444: მუხიანის III მ/რ (#5"ა" კორპუსის მიმდებარედ) - მ/ს "ახმეტელის თეატრი". ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N144.

N445: მუხიანის I მ/რ (#16 კორპუსის მიმდებარედ) - მ/ს ,, ახმეტელის თეატრი" (ალეკო გობრონიძისა და ილია ვეკუას ქუჩების გადაკვეთის მიმდებარედ). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N45.

N453: ზღვის უბნის IV მ/რ, კორპუსი #4-ის მიმდებარედ - მ/ს ,,ახმეტელის თეატრი" (ა. გობრონიძისა და თ. შეშელიძის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარედ). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N153.

N480: მ/ს "ახმეტელის თეატრი"(მიმდებარედ) - ხოჭოს ტბის ქ. (ნასერალის ქედის ქუჩის გადაკვეთის მიმდებარედ). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N180.

N486: მ/ს "ახმეტელის თეატრი" (მიმდებარედ) - ი. ვეკუას ქ. - მ/ს "ახმეტელის თეატრი" (მიმდებარედ)(წრიული). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N86.

N508: მ/ს ,,ახმეტელის თეატრი" - ავშნის ქ. ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N8.

N509: სამხედრო დასახლება (მუხიანი, #202 კორპუსის მიმდებარედ) - მ/ს "ახმეტელის თეატრი" (ალეკო გობრონიძისა და ილია ვეკუას ქუჩების გადაკვეთის მიმდებარედ). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N9.

N510: გლდანის V მ/რ (#7,8"ა",6 კორპუსების გავლით) - ანაპის 414-ე დივიზიის ქ. - მ/ს "სარაჯიშვილი" (მიმდებარედ). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N210.

N511: ნიკო კეცხოველის ქ. (გლდანის III"ა" მ/რ, #19 კორპუსის მიმდებარედ) - მ/ს "ახმეტელის თეატრი" (მიმდებარედ). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N211.

N413: მ/ს "ვარკეთილი" - ნიკოლოზ ლანდიას ქ. (ვარკეთილის II მ/რ, კორპუსი #14-ის პირდაპირ, მოედანი). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსებს N1 და N3.

N420: რომანოზ ხომლელის ქ. - ჯავახეთის ქ. (ხომლელის ქუჩის გადაკვეთა)(წრიული). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N20.

N423: მ/ს "ვარკეთილი" (რ. ხომლელისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთა) - საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქ. - რ. ხომლელის ქ. - მ/ს "ვარკეთილი" (რ. ხომლელისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთა)(წრიული). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N223.

N424: მ/ს "ვარკეთილი" - ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქ. - მ/ს "ვარკეთილი" (მიმდებარედ) (წრიული). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N24.

N524: მ/ს "ვარკეთილი" (ჯავახეთისა და რ. ხომლელის ქუჩის გადაკვეთის მიმდებარედ) - სავაჭრო ცენტრი ,,ისთ ფოინთი"-ს მიმდებარე ტერიტორია. ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N224.

N582: მ/ს "ვარკეთილი" (რომანოზ ხომლელისა და ჯავახეთის ქუჩების გადაკვეთა) - ლილოს დასახლება (IV კვ, #3 კორპუსის მიმდებარედ). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N82.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way