USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
22 თებერვალი - ეს დღე ისტორიაში
дата:  867

22 თებერვალი — გრიგორიანული კალენდრის 53-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 312 დღე (ნაკიან წელში - 313).

დღის მოვლენები

რამზეს II ძვ. წ. 1295 : რამზეს II ფარაონი გახდა.

1651 : რუსეთში პატრიარქი ნიკონის საეკლესიო რეფორმა დაიწყო.

1744 : ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის : ბრიტანეთის ხომალდები ესპანეთ-საფრანგეთის გაერთიანებულ ფლოტს ეხსმიან თავს ხმელთაშუა ზღვაში ქალაქ ტულონთან (საფრანგეთი).

1819 : 1819 : ადამს-ონისის ხელშეკრულებით ესპანეთმა ფლორიდა აშშს $5 მილიონად მიჰყიდა.

1848 : პარიზში ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია დაიწყო.

1855 : პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა.

1856 : რესპუბლიკური პარტია პირველ ეროვნულ შეხვედრას მართავს პიტსბურგში, პენსილვანია.

1865 : ტენესი იღებს კანონს რომელიც აუქმებს მონობას.

1876 : ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი დაარსდა ბალტიმორში, მერილენდი.

1921 : შეიქმნა საბჭოთა კავშირის გოსპლანი — სახელმწიფო დაგეგმვის კომიტეტი.

1943 : ადოლფ ჰიტლერის რეჟიმის უსისხლო წინააღმდეგობის მოძრაობის თეთრი ვარდი წევრები ჩამოახრჩვეს ნაცისტებმა.

1948 : ჩეხოსლოვაკიის რევოლუციის დასაწყისი.

1958 : ეგვიპტე და სირია ქმნიან გაერთიანებულ არაბულ რესპუბლიკას.

1979 : სენტ-ლუსია ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.

2002 : ანგოლის ანტიკომუნისტი მეამბოხე და პარტია უნიტა-ს ლიდერი ჟონას სავიმბი მოკლეს სამთავრობო ჯარებმა.

2008 : თურქეთი ქურთისტანის მშრომელთა პარტიის ლიდერთა გასანადგურებლად ერაყში შეიჭრა.

2009 : კინოფილმი „ღარიბი მილიონერი“ ამერიკის კინოაკადემიის რვა ოსკარით დაჯილდოვდა, მათ შორის საუკეთესო ფილმისთვის.

2011 :

მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია კრაისტჩერჩში, ახალი ზელანდია. დაღუპულთა რაოდენობამ 145-ს გადააჭარბა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის ვერსია ანულირებულია.

2014 :

მატეო რენცი იტალიის პრემიერ-მინისტრი გახდა.

უკრაინაში გამართული დემონსტრაციების შემდეგ უმაღლესმა რადამ აღადგინა 2004 წლის კონსტიტუცია, პატიმრობიდან გაათავისუფლა იულია ტიმოშენკო, თანამდებობიდან გადააყენა პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ალექსანდრე ტურჩინოვს დაავალა.

2021 : ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

1302  : გეგენ-ყაენი — იუანის დინასტიის მე-5 იმპერატორი (1320–1323)

1403 : შარლ VII — საფრანგეთის მეფე

1732 : ჯორჯ ვაშინგტონი — აშშ-ის პირველი პრეზიდენტი.

1788 : არტურ შოპენჰაუერი — გერმანელი ფილოსოფოსი

1824 : პიერ ჟანსენი — ფრანგი ასტრონომი

1829 : ედუარდ ფონ ლევინსკი — გერმანელი სამხედრო მოღვაწე, პრუსიის არმიის არტილერიის გენერალი.

1840 : ავგუსტ ბებელი — გერმანელი პოლიტიკოსი

1857 : ჰაინრიხ რუდოლფ ჰერცი — გერმანელი ფიზიკოსი

1861 : კირილე ქუთათელაძე — ქართველი სამხედრო პირი.

1869 : ანდრე ჟიდი — ფრანგი მწერალი

1889 : რობინ კოლინგვუდი — ინგლისელი ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და არქეოლოგი.

1897 : ლეონიდ გოვოროვი — რუსი სამხედრო მოღვაწე

1900 : ლუის ბუნიუელი — ესპანელი რეჟისორი

1902 : თამარ ღვალაძე — ქართველი მკვლევარი-ბიბლიოგრაფი და პედაგოგი

1902 : ფრიც შტრასმანი — გერმანელი ფიზიკოსი, ქიმიკოსი.

1908 : რომულო ბეტანკური — ვენესუელელი პოლიტიკოსი.

1918 : რობერტ უოდლოუ — გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მაღალი ადამიანი

1921 : ჯულიეტა მაზინა — იტალიელი მსახიობი

1921 : ჟან ბედელ ბოკასა — ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწე.

1923 : ნორმან სმითი — ბრიტანელი მუსიკოსი და პროდიუსერი.

1925 : მიხეილ ქვლივიძე — ქართველი პოეტი

1930 : ნოდარ ცინცაძე — ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი.

1943 : ჰორსტ კელერი — გერმანელი ეკონომისტი და პოლიტიკური მოღვაწე

1944 : გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელი — ბაგრატიონთა მუხრანის შტოს წარმომადგენელი

1944 : ჯონათან დემი — ამერიკელი კინორეჟისორი.

1948 : რომან პოკორა — უკრაინელი ფეხბურთელი

1949 : ნიკი ლაუდა — ფორმულა 1-ის სამგზის მსოფლიო ჩემპიონი,

1950 : ჯენესის პი-ორიჯი — ინგლისელი მომღერალი

1952 : ელგუჯა გვაზავა — ქართველი პოლიტიკოსი.

1953 : შმავონ შმავონიანი — სომეხი მხატვარი.

1959 : კაილ მაკლაქლენი — ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი.

1962 : სტივ ირვინი — პოპულარული ავსტრალიელი ნატურალისტი, ტელეჟურნალისტი და მრავალი ფილმის ავტორი ბუნებაზე

1964 : მერაბ ჩუხუა — ქართველი ფილოლოგი.

1969 : მარკ ვილმოტსი — ბელგიელი ვეტერანი ფეხბურთელი

1969 : ბრაიან ლაუდრუპი — დანიელი ფეხბურთელი

1969 : კობა ნაყოფია — ქართველი პოლიტიკოსი

1973 : არჩილ არველაძე — ქართველი ფეხბურთელი

1973 : შოთა არველაძე — ქართველი ფეხბურთელი

1982 : ბუღრა გიულსოი — თურქი მსახიობი, არქიტექტორი, გრაფიკული დიზაინერი, რეჟისორი და ფოტოგრაფი.

1984 : ბრანისლავ ივანოვიჩი — სერბი ფეხბურთელი

1988 : გიორგი რეხვიაშვილი — ქართველი ფეხბურთელი

1992 : ალექსანდრ მერკელი — გერმანული წარმოშობის ყაზახი ფეხბურთელი

1992 : ჰარის სეფეროვიჩი — შვეიცარიელი ფეხბურთელი

1993 : ტარონ ვოსკანიანი — სომეხი ფეხბურთელი

1995 : ისლამ მაშუკოვი — რუსი ფეხბურთელი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

1371 : დავიდ II — შოტლანდიის მეფე

1512 : ვესპუჩი, ამერიგო — ფლორენტიელი მეზღვაური

1797 : მიუნჰაუზენი, კარლ ფრიდრიხ იერონიმ ფონ — გერმენელი ბარონი, არაჩოულებრივი ისტორიების მომყოლი

1875 : კორო, ჟან ბატისტ კამილ — ფრანგი მხატვარი

1890 : ბაქრაძე, დიმიტრი — ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი

1919 : ყიფშიძე, იოსებ — ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი.

1942 : ცვაიგი, შტეფან — ავსტრიელი მწერალი.

1989 : თაქთაქიშვილი, ოთარ — ქართველი კომპოზიტორი

2002 : ჟონას სავიმბი — ანგოლის პოლიტიკური მოღვაწე (დ. 1934)

2005 : სინომ, სინომა — ფრანგი მსახიობი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმინდა ნიკიფორე

მარკელ სიცილიელი, ფილაგრე კვიპრელი და პანკრატი ტავრომენელი

პეტრე დამასკელი

აგრეთვე:

სენტ-ლუსია : დამოუკიდებლობის დღე (1979).

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати