USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
22 სექტემბერი - ეს დღე ისტორიაში
дата:  1044

22 სექტემბერი — გრიგორიანული კალენდრის 265-ე დღე (ნაკიან წლებში – 266-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 100 დღე.

 

დღის მოვლენები

66 : იმპერატორი ნერონი იტალიის I ლეგიონს (Legio I Italica) ჰქმნის.

1692 : ბოლო ჩამოხრჩობა ჯადოქრობისთვის აშშ-ში.

1776 : რუსეთი კოლონიას აფუძნებს კოდიაკში, ალასკა.

1869 : რიხარდ ვაგნერის ოპერის Das Rheingold პრემიერა გაიმართა მიუნხენში.

1896 : დედოფალი ვიქტორია მის ბაბუას მეფე ჯორჯ III-ს უსწრებს, როგორც ყველაზე ხანგრძლივი მონარქი ბრიტანეთის ისტორიაში

1908 : ბულგარეთის დამოუკიდებლობა ცნო საერთაშორისო თანამეგობრობამ.

1944 : მეორე მსოფლიო ომი - წითელი არმია ტალინს იღებს.

1960 : მალი საფრანგეთისგან დამოუკიდებელი ხდება.

1965 : ომი პაკისტანსა და ინდოეთს შორის ქაშმირში შეწყდა გაეროს შუამდგომლობით.

1980 : ერაყი ირანში იჭრება.

1991 : ჰანტინგტონის ბიბლიოთეკამ საზოგადოებას პირველად წარუდგნია მკვდარი ზღვის გრაგნილები.

1993 : საქართველოს ავიახაზების თვითმფრინავი ტუ-154 ჩამოაგდეს სოხუმთან ჰაერსაწინააღმდეგო ჭურვით.

1994 : ამერიკული სიტკომის „მეგობრები“ დებიუტი შედგა ტელეარხზე „ენ-ბი-სი“.

2009 : ირინა ბოკოვა, ბულგარეთიდან, იუნესკოს გენერალური დირექტორი გახდა, პირველი ქალი და პირველი აღმოსავლეთევროპელი ამ პოსტზე.

ამ დღეს დაბადებულნი

1585 : რიშელიე, არმან ჟან დიუ პლესი — კარდინალი, საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე

1601 : ანა ავსტრიელი — საფრანგეთის დედოფალი

1791 : ფარადეი, მაიკლ — ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი

1829 : ტუ დუკი — ვიეტნამის იმპერატორი

1895 : პოლ მუნი — ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი

1922 : ჩენ ნინგ იანგ — ჩინური წარმოშობის ფიზიკოსი

1932 : ალგირდას ბრაზაუსკასი — ლიეტუვის პრეზიდენტი 1993-1998 წლებში

1938 : დინ რიდი — ამერიკელი მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი

1940 : ანა კარინა — დანიელ-ფრანგი მსახიობი, რეჟისორი, მწერალი და მომღერალი

1951 : დეივიდ კოვერდეილი — ინგლისელი მომღერალი, ჯგუფ „Deep Purple“-ის ვოკალისტი

1958 : ანდრეა ბოჩელი — იტალიელი ტენორი

1976 : რონალდო — ბრაზილიელი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1520 : სელიმ I — ოტომანთა სულთანი

1539 : ნანაკი — გურუ, სიქხიზმის დამფუძნებელი

1566 : აგრიკოლა, იოჰან — გერმანელი რეფორმატორი

1676 : დომენტი III — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1660-1676 წლებში

1774 : კლემენტ XIV — რომის პაპი

1872 : დალი, ვლადიმერ — რუსი ლექსიკოგრაფი, რუსული განმარტებითი ლექსიკონის ავტორი

1914 : ალენ-ფურნიე — ფრანგი მწერალი და ჯარისკაცი

1949 : სემ ვუდი — ამერიკელი კინორეჟისორი და პროდიუსერი

1956 : სოდი, ფრედერიკ — ინგლისელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი

2001 : ისააკ შტერნი — ამერიკელი ვირტუოზი მუსიკოსი, მევიოლინე

2010 : ედი ფიშერი — ამერიკელი საესტრადო მომღერალი (ტენორი) და მსახიობი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმინდა იოაკიმე და წმინდა ანა

წმინდა სევერიანე

თეოფანე აღმსარებელი

წმინდა ხარიტონი და წმინდა სტრატორი

ნიკიტა კონსტანტინოპოლელი

გარდა ამისა, არის ხსენება:

მესამე მსოფლიო კრებისა

პოვნა და აღმოყვანება ნაწილთა წმიდა თეოდოსი ჩერნიგოველი მთავარეპისკოპოსისა.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати