USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
22 ნოემბერი - ეს დღე ისტორიაში
Date:  215

23 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 327-ე დღე (ნაკიან წლებში – 328-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 38 დღე.

დღის მოვლენები

1492 : ესპანეთის მეფე ფერდინანდმა ებრაელთა ქონება სამეფო საკუთრებად გამოაცხადა.

1793 : პარიზის ქალაქის კომუნამ ყველა ეკლესია დახურა.

1852 : ინგლისში პირველი საფოსტო ყუთები შემოიღეს.

1936 : გამოვიდა ამერიკული ჟურნალის „ლაიფი“ პირველი ნომერი.

1943 : დაინგრა დოიჩე ოპერნჰაუზი ბისმარკშტრასეზე ბერლინის ხარლოტენბურგის უბანში. 1961 წელს რესტავრირებულ შენობას დოიჩე ოპერ ბერლინი დაარქვეს.

1954 : დოუ ჯონსის ინდუსტრიული საშუალო პირველად იხურება 1929 წლის კრახამდე მიღწეული პიკის ნიშნულზე მაღლა.

1959 : საფრანგეთის პრეზიდენტი გენერალი შარლ დე გოლი სტრასბურგში გამოსვლისას აცხადებს მის ხედვას „ევროპისთვის, ატლანტიკიდან ურალამდე“.

1971 : ჩინეთის სახახლო რესპუბლიკის წარმომადგენლები პირველად ესწრებიან გაეროს სხდომას, როგორც ჩინეთის წარმომადგენლები.

1980 : მძლავრი მიწისძვრების სერიამ სამხრეთ იტალიაში 4800 ადამიანი იმსხვერპლა.

1981 : ირან-კონტრას სკანდალი - რონალდ რეიგანი ხელს აწერს საიდუმლო ეროვნული უშიშროების გადაწყვეტილების დირექტივას (NSDD-17), რომლითაც უფლებას აძლევს ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს დაიქირავოს და მხარი დაუჭიროს კონტრას ამბოხებულებს ნიკარაგუაში.

1981 : ჩინეთში დაშვებულ იქნა კერძო ბიზნესი.

1989 : ცხინვალის მისადგომებთან ქართველ დემონსტრანტებს გზა გადაუღობეს ოსურმა შეირაღებულმა ჯგუფებმა და საბჭოთა არმიის მე-8 პოლკის ჯარისკაცებმა. შეტაკებისას დაიღუპა 6, დაიჭრა და დაშავდა 167 ადამიანი.

1990 : სამხრეთ პოლუსზე პირველი ქალთა ექსპედიცია (3 ამერიკელი, 1 იაპონელი და 12 რუსი) იწყება ანტარქტიკის ნაპირიდან 7-დღიანი 1287 კმ-იანი სათხილამურო მარშრუტით.

2003 : ვარდების რევოლუცია - საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებით გამოწვეული მასობრივი პროტესტით საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა.

2004 : უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა წმინდა სამების საკათედრო ტაძარი.

2009 : მსოფლიოს უდიდესი მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო ყვითელ ცხელებაზე დასავლეთ აფრიკაში, რომელიც 12 მილიონ ადამიანს მოიცავს.

2014 :

ავტორბოლაში, მერსედესის მრბოლელი ლიუის ჰამილტონი ფორმულა ერთის შეჯიბრს იგებს.

მაგნუს კარლსენი ამარცხებს ვისვანათან ანანდს და ინარჩუნებს ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს.

ამ დღეს დაბადებულნი

1898 : როდიონ მალინოვსკი — სსრკ-ის სამხედრო მოღვაწე (გ.1967)

1933 : ერლომ ახვლედიანი — ქართველი მწერალი, კინოდრამატურგი

1941 : ფრანკო ნერო — იტალიელი კინომსახიობი

1945 : ელისაბედ (ლიზა) ლეონსკაია — ქართველი პიანისტი

1948 : იოსებ ბარდანაშვილი — ქართველი კომპოზიტორი

1950 : ლაშა თაბუკაშვილი — ქართველი მწერალი

1951 : ჯონი ხეცურიანი — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე (2001-2006 წლებში)

1966 : ვენსან კასელი — ფრანგი კინომსახიობი

1979 : ნიჰათი — თურქი ფეხბურთელი

1992 : მაილი საირუსი — ამერიკელი მომღერალი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1856 : ჰამერ-პურგშტალი, იოზეფ ფონ — ავსტრიელი აღმოსავლეთმცოდნე და დიპლომატი (დ. 1774)

1896 : ჰიგუტი იტიიო — იაპონელი მწერალი (დ.1872)

1948 : ჰაჯიბეკოვი, უზეირ — აზერბაიჯანელი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე (დ. 1885)

2006 : პეპი, ვილი — ამერიკელი მოკრივე

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმინდა გიორგი

კონსტანტი კახი

წმინდა სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: ერასტოსი, ოლიმპი, იროდიონი, სოსიპატრე, კუარტოსი და ტერტიოსი

ორესტი მკურნალი

მილი სპარსელი და ორი მოწაფე მისი ამბროსიმე და სინი

თეოსტირიქტე სიმბოლელი

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way