USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
თარიღი:  1091

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით 1993 წლიდან აღინიშნება. ამ დღის ძირითადი მიმართულება და დანიშნულება მდგრადი განვითარების მე-6 მიზნის (SDG) მიღწევის მხარდაჭერაა, რათა 2030 წლისთვის ყველა ადამიანს ჰქონდეს უსაფრთხო სასმელი წყალი და დაცული იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ყოველწლიურად გაერო ირჩევს კონკრეტულ თემატურ საკითხს, რომელსაც მიეძღვნება წყლის რესურსების დაცვის დღე. 2023 წელს მთავარი ფოკუსი იქნება სანიტარულ-ჰიგიენური კრიზისის გადაჭრასა და ამ მიმართულებით პოზიტიური ცვლილებების განხორციელებაზე.

ყოველწლიურად 1,4 მილიონი ადამიანი იღუპება, ხოლო 74 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება დაბინძურებული სასმელი წყლისა და ცუდი სანიტარულ- ჰიგიენური პირობების გამო. (WHO 2022)

დღესდღეობით ყოველი 4 ადამიანიდან 1-ს – საერთო ჯამში, 2 მილიარდ ადამიანს მთელ მსოფლიოში – არ მიუწვდება ხელი უსაფრთხო სასმელ  წყალზე. (WHO/UNICEF 2021). ხოლო, მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ნახევარს – 3,6 მილიარდ ადამიანს – არ აქვს უსაფრთხო სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. (WHO/UNICEF 2021). ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის მსოფლიო მასშტაბით წყლის მოთხოვნა 55%-ით გაიზრდება. (OECD 2012)

რაც შეეხება საქართველოში არსებულ წყლის რესურსებს, საქართველოში 26 060 მდინარეა და მათი საერთო სიგრძე დაახლოებით 60 ათას კმ-ს შეადგენს. საქართველოში წყლის რესურსი არათანაბრადაა გადანაწილებული და ძირითადად, საქართველოს დასავლეთ ნაწილშია თავმოყრილი,ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონები ხშირად წყლის ნაკლებობას განიცდიან. აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მდინარე ქმნის მტკვრის ერთიან სისტემას და ჩაედინება კასპიის ზღვაში, დასავლეთ საქართველოს მდინარეები კი დამოუკიდებლად ერთვიან შავ ზღვას. საქსტატის მიხედვით, დასავლეთ საქართველოში მდინარეთა ჩამონადენი (ტრანზიტულ ჩამონადენთან ერთად) 49.8 კმ3- ია, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – 16.5 კმ3. 

მნიშვნელოვანია წყლის რესურსების გონივრული მართვა შესაბამისი სტანდარტებისა და საერთაშორისო რეგულაციების დაცვით. WHO-ს მიხედვით, დაბინძურებული წყალი და ცუდი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები დაკავშირებულია ისეთი დაავადებების გადაცემასთან, როგორიცაა ქოლერა, დიარეა, დიზენტერია, A ჰეპატიტი, ტიფოიდი და პოლიომიელიტი. წყლისა და სანიტარიული სერვისების არარსებობა და არაადეკვატური მართვა ადამიანთა ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს. საგანგაშოა ის ფაქტიც, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 829 000 ადამიანი იღუპებადაბინძურებული სასმელი წყლისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაუცველობის გამო გამოწვეული დიარეისგან. [5]

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასმელ წყალსა და წყლის რესურსებს მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს, რათა დაცული იყოს თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის