USD 2.6849
EUR 2.8804
RUB 2.8747
Tbilisi
22 მარტს აფხაზეთის "საპრეზიდენტო არჩევნებში" სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას
Date:  858

ოკუპირებულ აფხაზეთში გამეორებით ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. „დღეს დასრულდა კანდიდატურების წარდგენის ვადა“, - განაცხადეს ე.წ. საარჩევნო ადმინისტრაციაში.

საარჩევნო კომისიის მდივნის ანუშ ხოჯიკიანის განცხადებით, საინიციატივო ჯგუფმა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ასლან ბჟანიას კანდიდატურა წარადგინა, მეორე კანდიდატია ე.წ. ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის დე ფაქტო მინისტრი ადგურ არძინბა, მესამე კანდიდატი კი, პარტია „აკზაარიდან“ (ერთობა), ყოფილი ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძაპშბაა.

სოხუმის ადმინისტრაციის დე ფაქტო მეთაურმა ქან კვარჭიამ, რომელიც ასევე საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო წარდგენილი, დღეს „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ასევე აღარ აპირებს მონაწილეობას დე ფაქტო ექსპრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.

ცნობისთვის, კანდიდატების რეგისტრაცია 22 იანვარს დაიწყო და დღეს 18:00 საათზე დასრულდა.

როგორც ცნობილია, 12 იანვარს, ოპოზიციის ოთხდღიანი პროტესტის შედეგად, დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგა და „საპრეზიდენტო არჩევნები“ 22 მარტს გაიმართება. 

sport
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way