USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
22 მაისიდან მოქალაქეებს ტაქსით მგზავრობისას გადაადგილების საფასურის გადახდა უნაღდო ანგარიშსწორებით, QR კოდის გამოყენებითაც შეეძლებათ
дата:  

22 მაისიდან მოქალაქეებს ტაქსით მგზავრობისას გადაადგილების საფასურის გადახდა QR კოდის დასკანერებით შეეძლებათ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქის მერიის მიერ წარმოდგენილი გადახდის ალტერნატიული საშუალებით სარგებლობა ლიცენზიის მქონე ყველა ტაქსის მძღოლს შეუძლია.

მისივე თქმით, QR კოდი შესაძლებელია მიებას ნებისმიერი ტიპის ანგარიშის ნომერს. კალაძის ინფორმაციით, QR კოდი შეიძლება განთავსდეს სავარძლის უკანა მხარეს.

„როგორც იცით, ტაქსით მგზავრობისას შესაძლებელია მხოლოდ ნაღდი ფულით გადახდა, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინონ საბანკო ტერმინალები. შესაძლოა, რომ მგზავრს ნაღდი ფული არ ჰქონდეს და ვერ გადაიხადოს.

ასევე, შესაძლოა ტურისტს არ ჰქონდეს ლარი და ვერ გადაიხადოს. ჩვენ კომპანია „ბი ქეი ენ 301 ჯორჯიამ“ შემოგვთავაზა ძალიან საინტერესო წინადადება. ვფიქრობ, ეს გადახდების მიღების ინოვაციური და სწრაფი მეთოდია. მათ შეიმუშავეს QR კოდები, რომელიც წარმოდგენილი იქნება. აღნიშნული QR კოდი შესაძლებელია მიებას ნებისმიერი ტიპის ანგარიშის ნომერს. ტაქსის მძღოლს შესაძლებლობა აქვს მიიღოს აღნიშნული QR კოდი. ეს შეუძლია მიაბას ნებისმიერი პირის ანგარიშის ნომერს, შეზღუდული არ არის. ტელეფონის ვიდეოკამერით QR კოდს დააფიქსირებ, მიუთითებ გადასახდელ თანხას და მაშინვე აესახება ტაქსის მძღოლს. ტელეფონის ნომერზე მიუვა ინფორმაცია, რომ თანხა დაირიცხა, რაც მგზავრმა გადაადგილებისთვის უნდა გადაიხადოს. ეს QR კოდი შეიძლება განთავსდეს სავარძლის უკანა მხარეს, რათა მოსახერხებელი იყოს. ეს ნებაყოფლობითი იქნება. ვფიქრობ, ბევრი დაინტერესდება QR კოდებით. 22 მაისიდან ლიცენზიის მქონე ყველა ტაქსის მძღოლს შეუძლია აღნიშნული პროგრამით სარგებლობა.

მობრძანდნენ სერვის ცენტრებში და ჩვენი თანამშრომლები მიაწვდიან ინფორმაციას. იქვე მათი თანხმობის შემთხვევაში ამოუბეჭდავენ საკუთარ QR კოდებს, რომელიც შეუძლიათ ავტომობილში განათავსონ“, - აღნიშნა კალაძემ.

мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати