USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
22 მაისი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  1230

22 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 142-ე დღე (ნაკიან წლებში - 143-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 223 დღე.

დღის მოვლენები

  • ძვ. წ. 334 : ბერძნები ალექსანდრე დიდის მეთაურობით ამარცხებენ დარიოს III-ს გრანიკოსის ბრძოლაში
  • 1841 : დაიწყო გლეხთა აჯანყება გურიაში
  • 1844 : სპარსი წინასწარმეტყველი ბაბი მისი გამოცხადების შესახებ აცხადებს, აფუძნებს რა ბაბიზმს. მას მიიჩნევენ ბაჰაულას წინამორბედად, რომელიც ბაჰაიზმის დამფუძნებლად ითვლება.
  • 1856 : მოსკოვში დაარსდა ტრეტიაკოვის გალერეა.
  • 1892 : ექიმმა ვაშინგტონ შეფილდმა გამოიგონა კბილის საწმენდი პასტის ტუბი
  • 1900 : ნიუ იორკში დაარსდა საინფორმაციო სააგენტო «Associated Press».
  • 1906 : ძმებმა რაიტებმა მიიღეს პატენტი აეროპლანის გამოგონებაზე.
  • 1926 : ბენიტო მუსოლინიმ იტალიაში აკრძალა სილამაზის კონკურსები და მათ ამორალური სანახაობა უწოდა.
  • 1939 : მეორე მსოფლიო ომი - გერმანია და იტალია რკინის პაქტს დებენ.
  • 1940 : საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით დაწესდა სოციალისტური შრომის გმირის ორდენი.
  • 1947 : ცივი ომი - კომუნიზმის გავრცელებისთვის ხელის შეშლის მიზნით აშშ-ის პრეზიდენტი ჰარი ტრუმანი თურქეთსა და საბერძნეთს სამხედრო და ეკონომიური დახმარების სახით $400 მილიონიანი გრანტის აქტს აწერს ხელს.
  • 1960 : რიხტერის შკალით 9,5 ბალის მიწისძვრა მოხდა სამხრეთ ჩილეში, რაც დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მძლავრი მიწისძვრა იყო.
  • 1972 : ცეილონი ახალ კონსტიტუციას იღებს, და იცვლის სახელს შრი-ლანკად.
  • 1977 : განთქმული აღმოსავლეთის ექსპრესის, რომელიც პარიზსა და სტამბოლს შორის დადიოდა 1883 წლიდან, ბოლო რეისი შედგა.
  • 1990 : ჩრდილოეთი და სამხრეთი იემენი გაერთიანდა.
  • 1990 : ხანგრძლივი დაპირისპირებს შემდეგ ჩრდილოეთ და სამხრეთ იემენი ერთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა და მას რესპუბლიკა იემენი ეწოდება.
  • ვინდოუს 3.0 ოპერაციული სისტემა გამოუშვა Microsoft-მა.
  • 1992 : ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია და სლოვენია გაეროს წევრები გახდნენ.
  • 2008 : ჩინეთის პროვინცია სიჩუანში განმეორებულმა მიწისძვრამ მსხვერპლის რაოდენობა 63 000-მდე გაზარდა.
  • 2010 :
    • Air India Express-ის რეისი 812, 166 ადამიანით ბორტზე, ჩამოვარდა მანგალორის, ინდოეთი, აეროპორტში დაფრენის მცდელობისას.
    • ფეხბურთში 2009–10 სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის ტურნირი დასრულდა მილანის ინტერის გამარჯვებით მიუნხენის ბაიერნზე.
  • 2011 :
    • ტერენს მალიკის ფილმმა „სიცოცხლის ხე“ კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა.
    • მისურის შტატში, ჯოპლინში მომხდარი ტორნადოს შედეგად 124 ადამიანი დაიღუპა, რაც 1947 წლის შემდეგ ყველაზე მომაკვდინებელი ტორნადოა აშშ-ში.
  • 2014 : ტაილანდის სამეფო არმიის ხელმძღვანელი პრაიუთ ჩან-ოჩა სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა.
  • 2016 : ალექსანდერ ვან დერ ბელენი ავსტრიის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • 2017 : მანჩესტერის ტერაქტის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1808 : ჟერარ დე ნერვალი — ფრანგი მწერალი და პოეტი
  • 1813 : რიხარდ ვაგნერი — გერმანელი კომპოზიტორი და დირიჟორი.
  • 1859 : ართურ კონან დოილი — ინგლისელი მწერალი.
  • 1907 : ოლივიე, ლოურენს — ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი.
  • 1924 : აზნავური, შარლ — ფრანგი მომღერალი.
  • 1946 : ბესტი, ჯორჯ — ინგლისელი ფეხბურთელი.
  • 1950 : ფარჯიანი, ირაკლი — ქართველი მხატვარი.
  • 1970 : ქემფბელი, ნაომი — მსახიობი და მოდელი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1864 : ემაბლ ჟან ჟაკ პელისიე — საფრანგეთის მარშალი
  • 1885 : ჰიუგო, ვიქტორ — ფრანგი მწერალი.

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • შიო მღვიმელი
    • აღმოყვანება პატიოსანთა ნაწილთა წმიდისა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონითგან ქალაქ ბარიში (1087)
    • ესაია წინასწარმეტყველი
    • მოწამე ქრისტეფორე
  • აგრეთვე:
    • ბიოლოგიური მრავალფეროვნების მსოფლიო დღე
    • ასტრონომიის საერთაშორისო დღე
    • იემენი - ეროვნული დღე (1990).
    • აშშ - საზღვაო ფლოტის ეროვნული ფლოტი.
მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის