USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
Date:  450

მთვარის 12-13 დღეა. დღის დასაწყისში მთვარე მორიელში შეინარჩუნებს პასიურ სურვილს კომფორტისა და სიამოვნებისკენ. ბრძოლისუნარიანობა, საქმიანი და სპორტული თვისებები "ძილის რეჟიმში" გადავა. საღამოს, მთვარის მშვილდოსანში შესვლა ენერგიასა და დინამიკას შემოიტანს. გაიზრდება ცნობისმოყვარეობა, რომანტიზმი, თამაშების, სპორტისა და მოგზაურობისადმი ინტერესი. შთაგონების წყარო ხშირად იქნება ახალი, ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული ტენდენციები, იდეები და იმედები.

შესაძლოა, ისევ ძველმა ილუზიებმა და ზოგიერთმა უარყოფითმა თვისებამ იჩინოს თავი. 

ვერძი

ოჯახურ თუ პირად ურთიერთობებში პრობლემების შემთხვევაში ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, დაიტოვეთ უკან დასახევი გზა. კონფლიქტის მოსაგვარებლად სასურველია რჩევა ჰკითხოთ ახლო მეგობარს.

კურო

თუ ტაქტიანი იქნებით და მოთმინებას გამოიჩენთ მოვლენების მართვის სადავეები თქვენს ხელში აღმოჩნდება და მიზნისკენ მიმავალ გზას ადვილად გაიკვლევთ.

ტყუპები

იყავით ყურადღებით, შესაძლოა სამსახურში მოულოდნელად ისეთ იდეას გადააწყდეთ, რომელიც ჯადოსნური ჯოხის მოქნევასავით, უცბად გაგიხსნით ფართო ასპარეზს და მარტივად შეძლებთ მიზნების რეალიზაციას.

კირჩხიბი

ელოდეთ სასიამოვნო სიახლეებს ან საჩუქარს, არ არის გამორიცხული ახალი შემოსავლის წყარო გაგიჩნდეთ. შეეცადეთ სითბო და ყურადღება გამოხატოთ კოლეგებისა თუ შინაური გარემოცვის მიმართ.

ლომი

მთვარი ამოცანა იქნება დროულად და დამაჯერებლად გააკეთოთ სწორი არჩევანი, ამით ფინანსურ მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ და სიტუაციაც სწრაფად დასტაბილურდება. ნუ გააჭიანურებთ გადაწყვეტლებების მიღებას, რადგან თავისით არაფერი მოგვარდება.

ქალწული

მოსალოდნელია ფინანსური დანახარჯების შეზღუდვა, ნუ დაარღვევთ წესებსა და ნორმებს, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი გაუთვლელი ხარჯები და ფინანსური სანქციები.

სასწორი

გაურკვეველი ვითარების გამო შესაძლოა დაიბნეთ, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ შინ თუ გარეთ, გზებსა თუ სამსახურში. შეეცადეთ მეტი დრო გაატაროთ სახლში და დაისვენოთ.

მორიელი

მეტი წარმატების მისაღწევად კარგი იქნება თუ თქვენს საქმიანობაში პროფესიონალების რჩევას გაითვალისწინებთ და წინდახედულად იმოქმედებთ.

მშვილდოსანი

შეეცადეთ გადაწვეტილებები მიიღოთ ყველა ასპექტის გათვალისწინებით და არ დატოვოთ უყურადღებოდ არც ერთი დეტალი.

თხის რქა

მატულობს ნევროზულობა, შესაძლოა მარტივად გადაიღალოთ. ივარჯიშეთ, მოდუნდით, მასაჟი და რელაქსაციური პროცედურები სასიკეთოდ იმოქმედებს თქვენს ენერგოტონუსზე და განწყობაზე.

მერწყული

დაკავდით საყვარელი საქმიანობით. შეამცირეთ კონტაქტები, ერიდეთ სტრესსა და ფსიქოლოგიურ გადაღლას, განსაკუთრებით კი თავი შორს დაიჭირეთ ადამიანებთან, რომლებიც ემოციურად გთრგუნავენ.

თევზები

დღეს ზედმეტად ფანტაზიორობთ, ღრუბლებში დაფრინავთ და არ განაღვლებთ რეალობა. ოცნება კარგია, მაგრამ ნუ მოწყდებით ცხოვრებას ახლა, რადგან დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. 

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way