USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
22 იანვარი - ეს დღე ისტორიაში
Date:  

22 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის 22-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 343 დღე (ნაკიან წელში - 344).

დღის მოვლენები

  • 565 : იუსტინიანემ ევტიქიუს დიდი ჩამოაგდო კონსტანტინოპოლის პატრიარქის ტახტიდან.
  • 1506 : იმპერატორმა კარლ V-მ ვორმზის დიეტი გახსნა.
  • 1771 : ესპანეთმა ფოლკლენდის კუნძულებზე პორტი ეგმონტი ინგლისს დაუთმო.
  • 1840 : ბრიტანელი კოლონისტები ახალ ზელანდიაში ჩავიდნენ.
  • 1863 : იანვრის აჯანყება იწყება პოლონეთში, ლიტვასა და ბელარუსში თანამეგობრობის რუსეთის ოკუპაციისგან თავის დასაღწევად.
  • 1879 : ინგლის-ზულუს ომი: ისანდლვანას ბრძოლაში ზულუს ჯარები ბრიტანელებს ამაცხებენ.
  • 1899 : ექვსი ავსტრალიური კოლონიის ლიდერები ხვდებიან ერთმანეთს მელბურნში, კონფედერაციის განსახილველად.
  • 1901 : დედოფალ ვიქტორიას გარდაცვალების შემდეგ ედუარდ VII გაერთიანებული სამეფოს მეფე ხდება.
  • 1903 : აშშ-მ და კოლუმბიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას პანამის არხის მშენებლობის თაობაზე.
  • 1905 : სისხლიანი კვირით 1905 წლის რევოლუცია იწყება სანქტ-პეტერბურგში.
  • 1919 : ზლუკის აქტით უკრაინის სახალხო რესპუბლიკა და დასავლეთ უკრაინის ნაციონალური რესპუბლიკა გაერთიანდა.
  • 1946 : ცენტრალური სადაზვერვო ჯგუფი, შემდგომში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, შეიქმნა.
  • 1957 : ისრაელის ჯარებმა სინის ნახევარკუნძულიდან დაიხიეს.
  • 1984 : ეპლის მაკინტოში, პირველი სამომხმარებლო კომპიუტერი თაგუნათი და გრაფიკული ინტერფეისით, წარმოადგინეს სუპერ ბოლის ჩემპიონატზე განთქმულ სატელევიზიო რეკლამაში „1984“.
  • 2003 : ბოლო კონტაქტი დამყარდა კოსმოსურ ხომალდ პიონერ 10-თან, ყველაზე შორეულ ხელოვნურ ობიექტთან.
  • 2006 : ევო მორალესი ბოლივიის პირველი ადგილობრი (ინდიელი) პრეზიდენტი გახდა.
  • 2010 : სერბეთის ეკლესიის ახალ პატრიარქად ეპიკოპოსი ირინეოსი აირჩიეს.
  • 2013 : ისრაელში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია ლიკუდმა გაიმარჯვა.
  • 2015 : იემენის პრეზიდენტი აბდ რაბუჰ მანსურ ალ-ჰადი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაამხეს.
  • 2020 : ეკატერინი საკელაროპულუ საბერძნეთის პრეზიდენტად აირჩიეს და ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1263 : იბნ თაიმია — მუსლიმი სწავლული, თეოლოგი.
  • 1561 : ფრენსის ბეკონი — ინგლისელი ფილოსოფოსი, ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე
  • 1592 : პიერ გასენდი — ფრანგი ფილოსოფოსი და სწავლული.
  • 1690 : ნიკოლა ლანკრე — ფრანგი ფერმწერი.
  • 1729 : გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი — გერმანელი მწერალი და განმანათლებელი.
  • 1788 : ჯორჯ გორდონ ბაირონი — ინგლისელი პოეტი
  • 1797 : მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი — ბრაზილიის იმპერატორის მეუღლე და პორტუგალიის დედოფალი.
  • 1845 : პოლ ვიდალ დე ლა ბლაში — ფრანგი გეოგრაფი.
  • 1849 : ავგუსტ სტრინდბერგი — შვედი მწერალი
  • 1869 : გრიგოლ რასპუტინი — რუსი გლეხი, მკურნალი
  • 1874 : გრიგოლ ჩურსინი — რუსი ეთნოგრაფი, კავკასიიმცოდნე.
  • 1877 : ჰიალმარ შახტი — გერმანელი პოლიტიკოსი,
  • 1888 : ალექსანდრე წულუკიძე — ქართველი ქირურგი-უროლოგი
  • 1888 : კალისტრატე გაბუნია — ქართველი გეოლოგი
  • 1888 : კარლოს კინტანილია — ბოლივიის პრეზიდენტი (1939–1940)
  • 1903 : სიმონ ჩიქოვანი — ქართველი პოეტი.
  • 1904 : ჯორჯ ბალანჩინი — ქართული წარმოშობის ამერიკელი ბალეტმაისტერი.
  • 1904 : არკადი გაიდარი — რუსი, საბჭოთა საბავშვო მწერალი.
  • 1908 : ლევ ლანდაუ — რუსი ფიზიკოსი.
  • 1909 : უ ტანი — გაეროს მე-3 გენერალური მდივანი (1962–1971).
  • 1920 : ფილიპა პირსი — ინგლისელი საბავშვო მწერალი.
  • 1920 : ალფ რამზი — ინგლისელი ფეხბურთელი და საფეხბურთო მწვრთნელი.
  • 1921 : არნო ბაბაჯანიანი — სომეხი კომპოზიტორი და პიანისტი
  • 1925 : შოთა მილორავა — ქართველი კომპოზიტორი
  • 1937 : ედენ პასტორა — ნიკარაგუელი პოლიტიკოსი
  • 1940 : ჯონ ჰარტი — ინგლისელი მსახიობი.
  • 1942 : იაკობ პაპიაშვილი — ქართველი მწერალი, მკვლევარი და პუბლიცისტი.
  • 1942 : ამინ ჟმაიელი — ლიბანის პრეზიდენტი (1982–1988)
  • 1943 : ზურაბ ჭავჭავაძე — პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე
  • 1944 : პასიანს დაბანი — გაბონელი მუსიკოსი და მომღერალი
  • 1944 : არჩილ ფირცხალავა — ქართველი პოეტი
  • 1951 : ანდრეი ნეპალა — სლოვაკი ფიგურული მოციგურავე
  • 1953 : ჯიმ ჯარმუში — ამერიკელი კინორეჟისორი
  • 1968 : ფრანკ ლებეფი — ფრანგი ვეტერანი ფეხბურთელი
  • 1987 : შეინ ლონგი — ირლანდიელი ფეხბურთელი
  • 1988 : მარსელ შმელცერი — გერმანელი ფეხბურთელი
  • 1990 : ალიზე კორნე — ფრანგი პროფესიონალი ჩოგბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1901 : ვიქტორია — ბრიტანეთის დედოფალი.
  • 1922 : ბენედიქტე XV — რომის პაპი
  • 1973 : ალექსანდრე ჯავახიშვილი — ქართველი გეოგრაფი და ანთროპოლოგი
  • 1993 : კობო აბე — იაპონელი მწერალი
  • 1994 : ბარო, ჟან-ლუი — ფრანგი მსახიობი და რეჟისორი.
  • 2008 : ჰით ლეჯერი - ავსტრალიელი მსახიობი.

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • პოლიევქტო მხედარი
    • წმინდა ფილიპე
    • სამე წინასწარმეტყველი
    • პეტრე სებასტიელი
    • ევსტათი საკვირველთმოქმედი
society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way