USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
22 დეკემბერი: 3 064 ახალი შემთხვევა და 42 გარდაცვლილი
Date:  492

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 0 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების თქმით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3 740 ადამიანი.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 007 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 288 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 719 PCR ტესტით,“ – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 212 526 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 188 408 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 182 გარდაიცვალა.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way