USD 2.6938
EUR 3.1679
RUB 3.5984
Tbilisi
22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება
Date:  70

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა თემაზე „ტყე და დედამიწა“ პრეზენტაციები წარადგინეს, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად 22 ტუიას სახეობის ნერგი დაირგო, რომელთა მოვლა-პატრონობას თავად მოსწავლეები უზრუნველყოფენ.

ღონისძიებას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გავმართეთ. საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების დაინტერესებას და მათ აქტიურობას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროფესიული განათლების ხელშეწყობა და დარგში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა სატყეო რეფორმის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. იმედი გვაქვს, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესება ტყის ეკოსისტემის დაცვით და შენარჩუნებით“, - აღნიშნა ბესიკ ამირანაშვილმა.

დედამიწის დღე გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დღეა, რომელიც 1970 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა. მისი ინიციატორი ამერიკელი სენატორი გეილორდ ნელსონი იყო.

World
ირანი - ის ქვეყნები, რომლებსაც მტერი ირანზე თავდასხმისთვის გამოიყენებს, ნავთობის წარმოებას უნდა დაემშვიდობონ

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაური ქვეყნის სამხრეთელ მეზობლებს აფრთხილებს, რომ თუ მათ ტერიტორიას ან ობიექტებს მტერი ირანზე თავდასხმისთვის გამოიყენებს, ისინი „ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ნავთობის წარმოებას უნდა დაემშვიდობონ“, - ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, სამხედრო მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ ირანის „სამიზნეების სია“ გაფართოვდა და ის არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს მოიცავს, არამედ ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, კატარსა და ბაჰრეინში, მდებარე ნავთობის მსხვილ საბადოებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსაც.

ირანული მედია წერს, რომ სპარსეთის ყურის ზოგიერთმა ქვეყანამ ადრე „ირანის მტრებს მათი ტერიტორიის გამოყენების უფლება მისცა“ და თუ ისინი იგივეს ახლაც გააკეთებენ, მათი „ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა სერიოზული რისკის ქვეშ აღმოჩნდება“.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way