USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
21 თებერვალი - ეს დღე ისტორიაში
дата:  

21 თებერვალი — გრიგორიანული კალენდრის 52-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 313 დღე (ნაკიან წელში - 314).

დღის მოვლენები

1431 : ჟანა დ'არკის სასამართლო პროცესი დაიწყო.

1440 : პრუსიის კონფედერაცია შეიქმნა.

1613 : ზემსკი სობორმა მიხაილ I რომანოვი ერთხმად აირჩია რუსეთის მეფედ, რამაც რომანოვების დინასტიას დაუდო დასაბამი.

1842 : ჯონ გრინოგი აპატენტებს საკერავ მანქანას.

1848 : კარლ მარქსი აქვეყნებს კომუნისტურ მანიფესტს.

1916 : პირველი მსოფლიო ომი — საფრანგეთში ვერდანის ბრძოლა იწყება.

1921 : საქართველოს დამფუძნებელი კრება ამტკიცებს ქვეყნის პირველ თანამედროვე კონსტიტუციას.

1925 : ნიუ-იორკერის პირველი გამოცემა გამოდის.

1947 : ნიუ-იორკში ედვინ ლენდი ახდენს პირველი მყისიერი კამერის „პოლაროიდ ლენდ კამერის“ დემონსტრაციას, ამერიკის ოპტიკური საზოგადოების შეხვედრაზე.

1948 : ნასკარი ჩამოყალიბდა.

1952 : : ბრიტანეთში უინსტონ ჩერჩილის მთავრობა „ხალხის გასათავისუფლებლად“ პირადობის მოწმობებს აუქმებს.

1953 : ფრენსის კრიკმა და ჯეიმზ ვატსონმა აღმოაჩინეს დნმ-ს მოლეკულის სტრუქტურა.

1953 : კუბის ლიდერი ფიდელ კასტრო კუბაზე ყველა სახის ბიზნესის ნაციონალიზაციას ახდენს.

1972 : საბჭოთა უმართავი კოსმოსური ხომალდი „ლუნა“ მთვარეზე ეშვება.

1974 : ისრაელის ბოლო ჯარისკაცი ტოვებს სუეცის არხის დასავლეთ სანაპიროს ეგვიპტესთან შეთანხმების თანახმად.

1986 : მეტალიკა უშვებს რიგით მე-3 ალბომს "Master of Puppets".

2008 :

მთვარის სრული დაბნელების დაკვირვება გახდა შესაძლებელი ამერიკის, ევროპისა და აფრიკის კონტინენტებიდან.

რუსეთი და საქართველო საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე შეთანხმდნენ.

არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანია რაკიინი თბილისში ახალი უბნების მშენებლობას იწყებს.

სერბმა მომიტინგეებმა ბელგრადში აშშ-ისა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის საელჩოები დაარბიეს კოსოვოს აღიარების გამო.

2010 : მე-60 „ბერლინალეზე“ მთავარი ჯილდო — „ოქროს დათვი“ თურქი რეჟისორის სემიხა კარპანოღლუს ფილმმა — „თაფლი“ მიიღო.

2021 : მოჰამედ ბაზუმი ნიგერის პრეზიდენტად აირჩიეს.

2022 : რუსეთმა უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა აღიარა.

ამ დღეს დაბადებულნი

1728 : პეტრე III — რუსეთის იმპერატორი

1779 : ფრიდრიხ კარლ ფონ სავინი — გერმანელი იურისტი

1791 : კარლ ჩერნი — ავსტრიელი კომპოზიტორი

1820 : ზურაბ ანტონოვი — ქართველი დრამატურგი.

1856 : ჰენდრიკ პეტრუს ბერლაგე — ჰოლანდიელი არქიტექტორი

1857 : ლუსიენ გალუა — ფრანგი გეოგრაფი.

1857 : ავქსენტი ცაგარელი — ქართველი დრამატურგი და მსახიობი.

1861 : ალფრედო საიას ი ალფონსო — კუბელი იურისტი, პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე.

1874 : დიმიტრი გულია — აფხაზი მწერალი.

1876 : კონსტანტინ ბრინკუში — რუმინელი სკულპტორი.

1881 : ვასილ არაბიძე — ქართველი მსახიობი

1887 : ანამი კორეჩიკა — იაპონელი გენერალი.

1893 : ანდრეს სეგოვია — ესპანელი გიტარისტი

1904 : ალექსი კოსიგინი — სსრ კავშირის სახელმწიფო მოღვაწე

1905 : ლევ ატამანოვი — საბჭოთა კინორეჟისორი

1912 : ირაკლი ანთელავა — ქართველი ისტორიკოსი

1923 : გოგი გეგეჭკორი — ქართველი მსახიობი

1924 : რობერტ მუგაბე — ზიმბაბვეს სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.

1933 : ნინა სიმონე — ამერიკელი მომღერალი

1933 : გივი ყანდარელი — ქართველი მხატვარი

1937 : ჰარალდ V — ნორვეგიის მეფე

1946 : ენტონი დენიელზი — ინგლისელი მსახიობი.

1946 : ალან რიკმანი — ინგლისელი კინოსა და თეტრის მსახიობი.

1947 : მურმან ჯინორია — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი.

1952 : აქინ იოზთურქი — თურქეთის საჰაერო ძალების ყოფილი გენერალი

1959 : გიორგი თავამაიშვილი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი

1962 : ჩაკ პალანიკი — ამერიკელი, უკრაინული წარმოშობის ნოველისტი და თავისუფალი ჟურნალისტი.

1965 : ეფქან ალა — თურქი პოლიტიკოსი

1972 : ხათუნა მილორავა — ქართველი რეჟისორი.

1980 : ჯიგმე ხესარ ნამგიელ ვანგჩუკი — ვანგჩუკების დინასტიის მეხუთე მეფეა ბჰუტანში.

1980 : ტიციანო ფერო — იტალიელი პოპ–მომღერალი

1985 : გეორგიოს სამარასი — ბერძენი ფეხბურთელი

1986: გიგა კვერენჩხილაძე — ქართველი ფეხბურთელი

1987 : ეშლი გრინი — ამერიკელი მსახიობი და მოდელი.

1987 : ელენ პეიჯი — კანადელი მსახიობი.

1988 : გიორგი განუგრავა — ქართველი ფეხბურთელი

1989 : კორბინ ბლიუ — ამერიკელი მუსიკოსი, მსახიობი.

1989 : ჯან ჯუნ იანგი — სამხრეთ კორეელი მომღერალი

1992 : ფილ ჯონსი — ინგლისელი ფეხბურთელი

1996 : დავით მარიამიძე — ქართველი ფეხბურთელი

1996 : სოფი ტერნერი — ინგლისელი მსახიობი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

1677 : სპინოზა, ბარუხ — ნიდერლანდელი ფილოსოფოსი.

1941 : ბანტინგი, ფრედერიკ გრანტ — კანადელი ფიზიოლოგი

1953 : თაყაიშვილი, ექვთიმე — ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე

1968 : ფლორი, ჰაუარდ — ინგლისელი პათოლოგი

1984 : შოლოხოვი, მიხაილ — საბჭოთა ეპოქის რუსი მწერალი.

1985 : ბაირონი, დევიდ — ინგლისელი მუსიკოსი, ჯგუფ Uriah Heep-ის წევრი.

1989 : თაქთაქიშვილი, ოთარ —ქართველი კომპოზიტორი

2013 : გოდფრი, ბობ — ბრიტანელი ანიმატორი.

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

თეოდორე სტრატილატი

ზაქარია მანგლისმხილველი

საბა II

აგრეთვე:

იუნესკო : მშობლიური ენის საერთაშორისო დღე, 2000 წლიდან.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати