USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
21 ნოემბერი - ეს დღე ისტორიაში
 1290

21 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 325-ე დღე (ნაკიან წლებში – 326-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 40 დღე.

დღის მოვლენები

  • 1272 : ჰენრი III-ის გარდაცვალების შემდეგ ინგლისის მეფედ პრინცი ედუარდი აკურთხეს.
  • 1386 : თემურლენგმა აიღო და გაძარცვა საქართველოს დედაქალაქი თბილისი, მეფე ბაგრატ V კი დაატყვევა.
  • 1789 : ჩრდილოეთი კაროლინა აშშ-ის მე-12 შტატი ხდება.
  • 1806 : ნაპოლეონი ინგლისს კონტინენტურ ბლოკადას უცხადებს.
  • 1877 : თომას ედისონი ხმის ჩამწერი აპარატის ფონოგრაფის გამოგონების შესახებ აქვეყნებს განცხადებას.
  • 1905 : გამოქვეყნდა ალბერტ აინშტაინის სტატია „ემყარება სხეულის ინერცია მის ენერგიას?“, რომელშიც აღწერილია ენერგიასა და მასას შორის დამოკიდებულება, რამაც საფუძველი ჩაუყარა განთქმულ ფორმულას e=mc².
  • 1920 : სისხლიანი კვირა ინგლის-ირლანდიის ომში.
  • 1922 : რებეკა ლატიმერ ფელტონი ჯორჯიიდან პირველი ქალი სენატორი ხდება აშშ-ში.
  • 1934 : ელა ფიცჯერალდის სასიმღერო დებიუტი შედგა აპოლოს თეატრში, ჰარლემში, ნიუ-იორკი.
  • 1962 : არადი ქალაქად გამოცხადდა.
  • 1995 : დოუ ჯონსის ინდუსტრიული საშუალო დაიხურა 5.000 ნიშნულს ზემოთ პირველად.
  • 2002 : ნატო იწვევს ბულგარეთს, ესტონეთს, ლატვიას, ლიტვას, რუმინეთს, სლოვაკეთსა და სლოვენიას გასაწევრიანებლად.
  • 2004 : პარიზის კლუბი თანხმდება ერაყის საგარეო ვალის 80%-ის ($100 მილიარდ) ჩამოწერას.
  • 2005 : საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი 75 წლის შემდეგ პარიზიდან სამშობლოში ჩამოასვენეს და მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
  • 2005 : ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი პარტია ლიკუდს ტოვებს და საკუთარ პარტიას, კადიმას, აყალიბებს.
  • 2006 : საერთაშორისო კონსორციუმმა ხელი მოაწერა ექსპერიმენტული თერმობირთვული რეაქტორის განვითარების პროექტს.
  • 2007 : საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
  • 2017 : ზიმბაბვეში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად პრეზიდენტი რობერტ მუგაბე თანამდებობიდან გადადგა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1694 : ვოლტერი — ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი (გ. 1778)
  • 1854 : ბენედიქტე XV — რომის პაპი (გ.1922)
  • 1862 : გაბაშვილი, გიორგი (გიგო) — ქართველი ფერმწერი
  • 1931 : რევაზ დოღონაძე — ქართველი მეცნიერი
  • 1938 : იზა ორჯონიკიძე — ქართველი პოეტესა
  • 1965 : ბიორკი — ისლანდიელი მომღერალი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 496 : გელასიუს I — რომის პაპი
  • 1844 : ივანე კრილოვი — რუსი მწერალი
  • 1916 : ფრანც-იოსები I — ავსტრიის იმპერატორი და უნგრეთის მეფე
  • 1969 : მუტესა II ბუგანდელი — უგანდის პრეზიდენტი
  • 1970 : ჩანდრასეხარა ვენკატა რამანი — ინდოელი ფიზიკოსი
  • 1983 : ჯაყელი, გაიოზ — ქართველი ინჟინერი
  • 1996 : აბდუს სალამი — პაკისტანელი ფიზიკოსი
  • 2001 : სალაჰუდინ აბდულ აზიზ შახ იბნ ალმარჰუმი სულთანი ჰისამუდინ ალამ შახ ალ-ჰაჯი — მალაიზიის სულთანი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • მთავარანგელოზობა – კრება წმიდისა მთვარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა; მთავარანგელოზთა: გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელისა.
society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way