USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
21 მარტი - ტყის საერთაშორისო დღეა
თარიღი:  1038

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2012 წელს 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ  გამოაცხადა. აღნიშნული დღე მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ყველა ტიპის ტყის მნიშვნელობის შესახებ. ქვეყნები ვალდებულნი არიან განახორციელონ ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო ძალისხმევა ტყეების დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზებისთვის, როგორიცაა ხეების დარგვის კამპანიები.

ტყეს დედამიწის ხმელეთის მესამედი უკავია, ხოლო დაახლოებით 1,6 მილიარდი ადამიანისთვის იგი საარსებო და თავშესაფრის წყაროს წარმოადგენს. Გარდა ამისა, 750 მილიონი ადამიანისთვის ტყე საცხოვრებელი ადგილია, მათ შორის 60 მილიონი მკვიდრ, ადგილობრივ მოსახლეობას შეადგენს.1990-დან 2020 წლამდე მსოფლიომ დაკარგა დაახლოებით 178 მილიონი ჰექტარი ტყე, ფაქტობრივად, ლიბიის ტერიტორიის სიდიდის ტყე. ქალაქად მცხოვრები ადამიანებისთვის ტყე სუფთა ჰაერისა და წყლის მთავარი წყაროა. ტყე ბიოლოგიურად ყველაზე მრავალფეროვანი ეკოსისტემაა ხმელეთზე, სადაც ბინადრობს ხმელეთის ცხოველთა, მცენარეთა და მწერების 80%-ზე მეტი. მიუხედავად ყველა ამ ფასდაუდებელი ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური და ჯანმრთელობის სარგებელისა, ტყეების საფარი საგანგაშო სისწრაფით ნადგურდება. 

ტყის მდგრადი მართვა და მისი რესურსების გონივრული გამოყენება საკვანძოა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებთან საბრძოლველად და ასევე გადამწყვეტ როლს ასრულებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიმართულებით.

გარდა ამისა, ტყეები და ტყის ნიადაგები შთანთქავენ ტრილიონ ტონაზე მეტ ნახშირბადს. ამიტომ, ტყეები გადამწყვეტ როლს თამაშობენ კლიმატის კატასტროფულ ცვლილებებთან ბრძოლაში ნახშირორჟანგის დიდი რაოდენობით შთანთქმით და შენახვით. ხეებს შეუძლიათ ქალაქებში 8°C-მდე შეამცირონ ტემპერატურა, ხოლო ტრანსპორტის გამონაბოლქვი კი 40%-მდე. თუმცა, სამწუხაროდ, ხეების მოჭრის შედეგად ისინი კარგავენ გლობალური კლიმატის რეგულირების უნარს.

ძლიერი წვიმის დროს ხეები ბარიერის როლს თამაშობენ წყალდიდობების წინააღმდეგ; ასევე, ტყის საფარი ხელს უშლის ნიადაგის ეროზიას და ამარტივებს წყლის შეწოვას ნიადაგში. გარდა ამისა, მშრალ და გვალვიან ამინდებში ტყეები წყლის აორთქლებით ტემპერატურას არეგულირებენ. Საინტერესოა, რომ თანამედროვე მედიკამენტების მეოთხედზე მეტი, რომელიც წელიწადში დაახლოებით 108 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ტროპიკული ტყის მცენარეებიდან მოდის.

Global Forest Watch-ის მიხედვით, 2010 წლისთვის მსოფლიოში იყო 3,92 გლობალური ჰექტარი (gha) ხის საფარი, რომელიც ვრცელდებოდა მისი ხმელეთის ფართობის 30%-ზე. 2021 წელს ხმელეთმა დაკარგა 25,3 მილიონი ჰექტარი(მჰა) ხის საფარი.
*გლობალური ჰექტარი (gha) არის საზომი ერთეული ხალხის ან საქმიანობის ეკოლოგიური ანაბეჭდისა და დედამიწის ან მისი რეგიონების ბიოტევადობისთვის State of the World’s Forests (SOFO)-ს 2022 წლის გამოცემის მიხედვით, მსოფლიომ დაკარგა 420 მილიონი ჰექტარი (მჰა), რაც ტყის მთლიანი ფართობის დაახლოებით 10,34 პროცენტია ბოლო 30 წლის განმავლობაში. 

ამიტომ, უნდა გვახსოვდეს, რომ ტყის მოჭრა მთელი ეკოსისტემის ნგრევას იწვევს, რასაც ყველა ჩვენგანისთვის მძიმე შედეგები მოაქვს.

 

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის