USD 2.6942
EUR 3.1282
RUB 3.3717
Тбилиси
21 მარტი - ეს დღე ისტორიაში
дата:  277

21 მარტი — გრიგორიანული კალენდრის მე-80 დღე (ნაკიან წლებში – 81-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 285 დღე.

დღის მოვლენები

  • 1801 : მოლაპარაკების შედეგად ესპანეთმა ლუიზიანა საფრანგეთს გადასცა.
  • 1804 : საფრანგეთში მიღებული იქნა სამოქალაქო კოდექსი.
  • 1871 : ოტო ბისმარკმა გერმანიის იმპერიის რაიხსკანცლერის პოსტი დაიკავა.
  • 1918 : პირველი მსოფლიო ომი, სომაზე მეორე ბრძოლა დაიწყო.
  • 1919 : უნგრეთი გამოცხადდა საბჭოთა რესპუბლიკად.
  • 1921 : გამოცხადდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
  • 1922 : ლონდონში გაიხსნა ვატერლოოს ვაგზალი
  • 1933 : აშენდა დახაუს საკონცენტრაციო ბანაკი
  • 1946 : ნიუ-იორკში გაეროს დროებითი შტაბ-ბინა გაიხსნა.
  • 1975 : ეთიოპიაში დაემხო 3000 წლიანი მონარქია.
  • 1980 : აშშ-ის პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ბოიკოტი გამოუცხადა 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებს.
  • 1990 : ნამიბიამ დამოუკიდბლობა გამოაცხადა.
  • 2008 :
    • ფრანგი მცურავი ალენ ბერნარი 47,50 წამით მსოფლიოს ახალ რეკორდს ამყარებს მამაკაცთათვის 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში.
    • საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომელიც 75 ერთმანდატიან ოლქებში თითო მაჟორიტარის არჩევას და საარჩევნო ადმინისტრაციების ხელისუფლების 7 და ოპოზიციის 6 წარმომადგენლით ფორმირებას ითვალისწინებს.
  • 2015 : საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთა თასი მოიგო. საქართველომ ფინალში რუმინეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 15:6 დაამარცხა.
  • 2020 : იგორ მატოვიჩი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1685 : ბახი, იოჰან სებასტიან— გერმანელი კომპოზიტორი
  • 1763 : ჟან პაული — გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი და პედაგოგი
  • 1768 : ფურიე, ჟოზეფ — ფრანგი მათემატიკოსი
  • 1806 : ხუარესი, ბენიტო — მექსიკის ეროვნული გმირი
  • 1839 : მუსორგსკი, მოდესტ — რუსი კომპოზიტორი
  • 1869 : კანი, ალბერტ — ამერიკელი არქიტექტორი
  • 1909 : ბაგრატიონი, ირაკლი გიორგის ძე — ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს შთამომავალი
  • 1960 : სენა, აირტონ — ბრაზილიელი ავტომრბოლელი
  • 1961 : მათეუსი, ლოთარ — გერმანელი ფეხბურთელი
  • 1963 : კუმანი, რონალდ — ნიდერლანდელი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1762 : ლაკაილი, ნიკოლა ლუი — ფრანგი ასტრონომი
  • 1936 : გლაზუნოვი, ალექსანდრე — რუსი კომპოზიტორი
  • 1939 : აავი, ევალდ — ესტონელი კომპოზიტორი და საგუნდო დირიჟორი.
  • 2012 : ტონინო გუერა — იტალიელი სცენარისტი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

    • თეოფილაქტე ნოკომიდიელი
    • მოციქული ერმი
    • თეოდორიტე ანტიოქიელი
  • აგრეთვე:
    • გაზაფხულის ბუნიაობა (2003, 2007)
    • ირანული კალენდარი : ახალი წელი (ნავრუზი)
    • ეგვიპტე : დედის დღე
    • იორდანია : დედის დღე
    • ლიბანი : დედის დღე
    • მალტა : ახალგაზრდობის დღე
    • ნამიბია : დამოუკიდებლობის დღე
    • სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა : ადამიანთა უფლებების დღე
аналитика
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება - გიორგი კობერიძე
თავს თუ არ მოვიტყუებთ დასავლეთის ჩართილობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა და რეგიონის მიზიდულობასაც გაზრდის, მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება. ამერიკის მცდელობა იშუამდგომლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განპირობებულია ორი მარტივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზნით:
 
1. ზანგეზურის დერეფნის ირიბი კონტროლი: - აშშ-ს მიზანია არ დაუშვას ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენა ამ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებაზე. პირიქით, ამ დერეფნის ვაშინგტონზე დამოკიდებულებაა პრიორიტეტი. მეთოდურად, ამერიკული გავლენისა და არაპირდაპირი კონტროლის უკან უამრავი მექანიზმი არსებობს: ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობით, ინვესტიციებით, გზის უსაფრთხოების ვალდებულებით, საერთაშორისო მისიით, სამმხრივი პარტნიორობით, რეჟიმების მხარდაჭერით, რაიმე სახის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. მეთოდი ბევრია, გავლენებისა და ირიბი კონტროლის ზრდა კი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს.
 
2. შუა დერეფნის შიგნით ალტერნატივების გაჩენა: - ამერიკელებს უყვართ გამოთქმა, რომ არასდროს უნდა ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თითქმის უალტერნატივო იყო. რუსული ანუ ჩრდილოეთის დერეფანი დახურულია. წითელი ზღვის საზღვაო დერეფანი ორი წელია საბრძოლო ზონადაა ქცეული, ირან-ისრაელის ომებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო გზაგამტარიც არასტაბილურად აქცია და კავკასიაზე გადმორთო. ამ ყველაფრიდან და სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან გამომდინარე საქართველო ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ დერეფნად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25 წელიწადი ასე იყო მოაზრებული და საქართველოც ასე პოზიციონირებდა.
 
ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და სხვადასხვა კალათის მნიშვნელობა იზრდება: ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ რომ ზანგეზურის ალტერნატივა უნდა ამუშავდეს და დაიტვირთოს, რომლის მნიშვნელობა ეკონომიკურიც იქნება და პოლიტიკურიც. ეკონომიკურში იმას გულისხმობენ, რომ გზა მოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის: სომხეთზე გამავალი გზა უფრო მოკლე იქნება ვიდრე საქართველოზე გამავალი. ამასთან, ზანგეზურის გზით სომხეთის სამხრეთული სიუნიქის პროვინციაც გამოცოცხლება და აზერბაიჯანის ნახიჩევანიც. სწორედ ამ უკანასკნელიდანაა ალიევების ოჯახი. შესაბამისად, ბაქოს დამატებითი მოტივაციაც აქვს ნახიჩევანის გასავითარებლად და იქ გზის დასატვირთად.
 
ეკონომიკური გასაგებია, მაგრამ შეფასებებში პოლიტიკური განზომილება ყველაზე სამწუხარო და თვალშისაცემია: დასავლური ანალიტიკური ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ საქართველო რუსულ და ჩინურ ორბიტაზეა გადასული, შესაბამისად, მისდამი ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ, მათი არგუმენტებით, აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური საყრდენი კავკასიაში, რომელიც რუსეთის გავლენების მიღმა იქნება.
ვახსენოთ თურქეთიც: ანკარასათვის სომხეთის ეკონომიკური მიბმა გავლენის ზრდასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენელი რუსეთი სომხეთში, ნიშნავს რომ თურქეთი მით უფრო გაძლიერდება იქ. სომხეთთან შედარებით თურქეთი ეკონომიკური გიგანტია და მისი შესვლა ახალ ბაზარზე დიდი ეფექტის მქონე იქნება და პოლიტიკურად გადათარგმნის პერსპექტივაც ექნება. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის, ოფიციალურ დონეზე ხისტი რიტორიკა სრულიად შეცვლილია.
 
ცხადია, სომხეთის რუსეთისაგან სრულად ჩამოხსნაზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ მოსკოვი რომ გავლენებს კარგავს ეს შესანიშნავია. კვლევითი ორგანიზაციები არაორაზროვნად საუბრობენ, რომ წაგებულებს შორის რუსეთი, საქართველო და ჩინეთია. თუმცა ეს უკანასკნელი თურქეთთანაც გამონახავს ენას. რუსეთს სომხეთში ბევრი სვლა არ აქვს საბოტაჟებისა და გადატრიალების გარდა (და ომებისაგან განსხვავებით ისინი მას ძალიან კარგად გამოსდის). ისიც მოსალოდნელია, რომ დასავლეთის ჩართულობის ხელის შესაშლელად მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს და მათ ნაწილს უკვე ხმარობს კიდეც - სომხეთში არეულობა და გადატრიალება სცადა მან - ამ თემაზე გამოძიება სომხეთში ახლაც მიმდინარეა. არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
 
რაც შეეხება საქართველოს: ახლა საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნები Agile Spirit სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ აშშ კვლავ ცდილობს კავშირების შენარჩუნებას აქ. საქართველოს რუსულ ბანაკში საბოლოო აღმოჩენა შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერებას და კავკასიაში მოსკოვის გავლენების ზრდას მოასწავებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში უკვე ბევრი რამაა მოწყობილი, თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ აზერბაიჯანში საგზაო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი სისწრაფით აშენებენ ხოლმე. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ცვლილებებისათვის საერთაშორისო პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს პოლიტიკური ნება კი დასავლეთს როგორც ჩანს აქვს. პოლიტიკურ ნებას კი ინვესტიციები მიჰყვება ხოლმე, ინვესტიციებს კი დაცვა სჭირდება. შესაბამისად, ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს ზანგეზურის დერეფანი საკითხავია, მაგრამ მნიშვნელობას კი ნამდვილად შეამცირებს.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати