USD 2.6989
EUR 3.1083
RUB 3.3612
Tbilisi
21 ივნისი - ეს დღე ისტორიაში
Date:  501

21 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 172-ე დღე (ნაკიან წლებში – 173-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 193 დღე.

დღის მოვლენები

1621 : 27 ჩეხი მთავარი სიკვდილით დასაჯეს პრაღის მთავარ მოედანზე თეთრის მთის ბრძოლის ბოლოს.

1633 : გალილეო გალილეი ინკვიზიციის სასახლის ციხეში მოათავსეს.

1749 : ჰალიფაქსი, ნოვა-სკოტია, დაარსდა.

1788 : ნიუ-ჰემპშირი გახდა აშშ-ს მე-9 შტატი.

1824 : საბერძნეთის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის: ეგვიპტის ჯარებმა ფსარა აიღეს ეგეოსის ზღვაში.

1893 : პირველი ე.წ. „ეშმაკის ბორბალი“ წარმოადგინეს ჩიკაგოს გამოფენაზე.

1898 : გუამი აშშ-ის ტერიტორია გახდა.

1909 : რუსულ-ბალტიურ ქარხანაში ააწყვეს პირველი რუსული სერიული ავტომობილი „რუსო-ბალტ“-ი

1913 : 18 წლის ჯორჯია ბროდვიკი გახდა პირველი ქალი რომელმაც შეასრულა პარაშუტით ხტომა აეროპლანიდან.

1925 : მოსკოვში პირველი ტაქსი გამოჩნდა - რენოს მარკის 16 ავტომობილი.

1940 : მეორე მსოფლიო ომში საფრანგეთი გერმანიას დანებდა.

1945 : მეორე მსოფლიო ომი - ოკინავის ბრძოლა დამთავრდა.

1948 : ხმის ჩამწერმა კომპანია კოლუმბია რეკორდსმა „Columbia Records“ გამოუშვა ხანგრძლივი ჟღერადობის ვინილის ფირფიტა რომლის ორივე მხარეს შესაძლებელი იყო 23 წუთი მუსიკის ჩაწერა.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიმოქცევაში შევიდა ახალი გერმანული მარკა.

1977 : მენახემ ბეგინი ისრაელის მეექვსე პრემიერ-მინისტრი გახდა.

1994 : ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო მანდატით განლაგდა რუსული სამხედრო კონტიგენტი.

2002 : მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ევროპა პოლიოსგან განთავისუფლებულად გამოაცხადა.

2004 : კოსმოსში გაფრინდა პირველი კერძო კოსმოსური ხომალდი „SpaceShipOne“

2006 : პლუტონის ახლად აღმოჩენილ თანამგზავრებს ნიქსი და ჰიდრა დაარქვეს.

2019 : თანზილა ნარბაევა უზბეკეთის სენატის პირველი ქალი ხელმძღვანელი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

1002 : ლეო IX — რომის პაპი 1049-1054 წლებში.

1840 : წერეთელი, აკაკი — ქართველი პოეტი, საზოგადო მოღვაწე (გ.1915)

1905 : სარტრი, ჟან-პოლ — ფრანგი ფილოსოფოსი (დ.1980)

1935 : საგანი, ფრანსუაზ — ფრანგი მწერალი (გ.2004)

1986 : ლანა დელ რეი — ამერიკელი პოპ მომღერალი

1997 : რებეკა ბლეკი — ამერიკელი პოპ მომღერალი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1652 : ჯოუნზი, ინიგოუ — ინგლისელი არქიტექტორი.

1908 : რიმსკი-კორსაკოვი, ნიკოლოზ — რუსი კომპოზიტორი

1970 : სუკარნო — ინდონეზიის პრეზიდენტი

1974 : ასტაუროვი, ბორის — საბჭოთა ბიოლოგი-ციტეგენეტიკოსი

1978 : ალექსი-მესხიშვილი, ვლადიმერ — ქართველი არქიტექტორი

2012 : რამაზ შენგელია — ქართველი ფეხბურთელი

მსოფლიო მნიშვნელობის თარიღი

მსოფლიო: იოგას და სკეიტბორდინგის საერთაშორისო დღე.

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

დანია - გრელანდია: ნაციონალური დღე.

კანადა - აბორიგენების დღე

აშშ - ნიუ-ჰემპშირის დღე

ჩინეთი - დრაკონის ნავების ზეიმი.

საფრანგეთი - მუსიკის ზეიმი.

რუსეთი - შინაგან საქმეთა სამინისტროს, კინოლოგიური ქვედანაყოფების დღე.

საეკლესიო დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

თევდორე მღვდელი

თეოდორე სტრატილატი

ღირსი ეფრემი

ზოსიმე ფინიკიელი

პავლე კაიუმელი

ღირსი მელანია

ღირსი აფრე

ღირსი ნავკრატიუსი

World
რესპუბლიკელი კონგრესმენი ტიმ ბურჩეტი: თუ ოდესმე გასაჯაროვდება უცხოპლანეტელების შესახებ არსებული ინფორმაცია, ბევრს ღამე არ დაეძინება

რესპუბლიკელი კონგრესმენის ტიმ ბურჩეტის თქმით, ვაშინგტონის მიერ ოდესმე თუ გასაჯაროვდება უცხოპლანეტელების შესახებ არსებული ინფორმაცია, ბევრს ღამე არ დაეძინება. ამის შესახებ New York Post წერს.

„უბრალოდ ამას ვიტყვი - თუ ისინი გაასაჯაროებდნენ იმას, რაც მე ვნახე, თქვენ ღამე ვერ დაიძინებდით, ამაზე ფიქრში იქნებოდით“, - თქვა ბურჩეტმა Newsmax-ის წამყვანთან, რობ ფინერტთან საუბარში.

ბურჩეტმა, რომელიც წარმომადგენელთა პალატის საიდუმლო ფედერალური მასალების დეკლასიფიკაციის სამუშაო ჯგუფის წევრია - გაიხსენა, რომ ორი კვირის წინ მიიღო ინფორმაცია „ერთ საკითხზე“, რომელიც არამიწიერ სიცოცხლეს ეხებოდა და რომლის გასაჯაროებაც „დედამიწას თავდაყირა დააყენებდა“ და ქვეყანას „შოკში ჩააგდებდა“.

„ხალხი პასუხებს მოითხოვდა“, - განაცხადა ბურჩეტმა, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა.

გადაცემაში წამყვანმა ყოფილი კონგრესმენის, მეტ გეცის ვიდეო აჩვენა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ იცოდა ადამიანი-უცხოპლანეტელების ჰიბრიდული პროგრამების შესახებ.

ბურჩეტმა ამ განცხადებაზე პირდაპირი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

„მე ისევ კონგრესის წევრი ვარ, ამიტომ ვერ შევძლებ მეტის თქმას იმაზე, რაც მეტმა თქვა“, - აღნიშნა ბურჩეტმა.

„მოიცა, მართლა?“ - ოდნავ დაეჭვებით უპასუხა ფინერტიმ.

„100%-ით სერიოზულად ვამბობ“, - უპასუხა ბურჩეტმა

კონგრესმენმა ტიმ ბურჩეტმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს „ინფორმაციის სრულ გამჟღავნებას“ მიუხედავად იმისა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სიმართლეს საზოგადოებაზე.

„ხალხს აქვს უფლება იცოდეს, ეს თქვენი გადახდილი გადასახადებია. მოდი, ყველაფერი გამოვიტანოთ სააშკარაოზე“, - თქვა მან.

ბურჩეტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ სენსიტიურ საკითხებზე პასუხისმგებელი ადამიანები თავად პრობლემის გულში არიან.

„როდესაც ვარ დახურულ შეხვედრაზე და ვსვამ კითხვას პრეზიდენტის პოზიციებზე ამ თემებთან დაკავშირებით და რომელიღაც ამპარტავანი მეუბნება, რომ პრეზიდენტიც კი მხოლოდ იმაზეა ინფორმირებული, რაც საჭიროა იცოდეს - ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რაც რეალურად ხდება“, - აღნიშნა ბურჩეტმა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way