მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 600 ათასს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, კორონავირუსმა უკვე 601 820 ადამიანი იმსხვერპლა.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი უკვე 14 067 292-ს შეადგენს. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში (139 255), ბრაზილიასა (77 851) და დიდ ბრიტანეთში (45 318) დაფიქსირდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 237 743 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, პანდემიის დაწყების დროიდან, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში კოვიდ 19-ით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 13 616 593-ს მიაღწია.
ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.
ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.
ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.
გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.