USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
21 დეკემბერი - ეს დღე ისტორიაში
дата:  631

21 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 355-ე დღე (ნაკიან წლებში – 356-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 10 დღე.

 

დღის მოვლენები

ზამთრის პირველი დღე.

69 : ოთხი იმპერატორის წელი: გალბას, ოთოსა და ვიტელიუსის შემდეგ ვესპასიანე ხდება რომის მეოთხე იმპერატორი ერთი წლის განმავლობაში.

1891 : კალათბურთის პირველი მატჩი შედგა სპრინგფილდის კოლეჯში, მასაჩუსეტსი.

1913 : ართურ უინის „ვორდ-კროსი“ - პირველი კროსვორდი დაიბეჭდა ნიუ-იორკ უორლდში.

1937 : მულტფილმი ფიფქია და შვიდი ჯუჯას პრემიერა გაიმართა ლოს-ანჯელესში.

1968 : პილოტირებული ხომალდი აპოლო 8 აფრინდა კენედის კოსმოსური ცენტრიდან ფლორიდაში.

1903 : პირველი გონკურის პრემია მიიღო ჯონ-ანტუან ნომ.

1973 : ჟენევის კონფერენცია გაიხსნა არაბეთ-ისრაელის კონფლიქტზე.

1991 : ალმა-ატაში გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რითაც საბჭოთა კავშირმა შეწყვიტა არსებობა.

2007 : შენგენის ხელშეკრულების თანახმად, ევროკავშირში სამ-ნახევარი წლის წევრობის შემდეგ სასაზღვრო კონტროლი მოიხსნა შემდეგ ქვეყნებთან: ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ჩეხეთი და უნგრეთი.

2012 : მაიას კალენდრით „გრძელი ციკლის“ დასასრული.

2014 : ბეჯი კაიდ ეს-სებსი ტუნისის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

1401 : მაზაჩო — იტალიელი მხატვარი

1804 : დიზრაელი, ბენჯამინ — ინგლისის სახელმწიფო მოღვაწე

1879 : სტალინი, იოსებ — სსრკ-ის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (გ.1953)

1890 : მიულერი, ჰერმან იოზეფ — ამერიკელი გენეტიკოსი

1896 : როკოსოვსკი, კონსტანტინ — სსრკ-ის სამხედრო მოღვაწე (გ.1968)

1917 : ბიოლი, ჰაინრიხ — გერმანელი მწერალი

1942 : ჰუ ძინტაო — ჩინეთის პრეზიდენტი

1947 : პაკო დე ლუსია — ვირტუოზი გიტარისტი

1949 : თომას სანკარა — ბურკინა-ფასოს პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პრეზიდენტი 1983—1987 წლებში (მოკლეს 1987).

1952 : ვლადიმერ გუცაევი — ქართველი ფეხბურთელი

1967 : სააკაშვილი, მიხეილ — საქართველოს პრეზიდენტი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1375 : ბოკაჩო, ჯოვანი — იტალიელი მწერალი

1824 : პარკინსონი, ჯეიმზ — ინგლისელი ექიმი

1827 : ანტონ II — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

1862 : კრეილი, კარლ — ავსტრიელი ასტრონომი

1933 : რასმუსენი, კნუდ — დანიელი ეთნოგრაფი

1958 : ფოიხტვანგერი, ლიონ — გერმანელი მწერალი

1988 : ტინბერგენი, ნიკოლას — ჰოლანდიელი ორიენტოლოგი

2006 : ნიაზოვი, საფარმურატ — თურქმენეთის პრეზიდენტი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი პატაპი

სოსთენი, აპოლო, კეფა, ტვიქიკე, ეპაფროდიტე, კესარიოსი და ონისიფორე - სამოცდაათთაგანნი

სამოცდაორი ხუცესი და სამასი ერისკაცი, აფრიკაში არიანელთაგან მომწყდარნი

ანთისა რომაელი

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати