USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
21 აპრილი - ეს დღე ისტორიაში
дата:  744

21 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის 111-ე დღე (ნაკიან წლებში – 112-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 254 დღე.

დღის მოვლენები

  • ძვ. წ. 753 : რომულუსმა და რემუსმა ქალაქი რომი დააარსეს, რომაელი მკვლევარი ვარო რეატინუსის გამოთვლით.
  • 1709 : ავღანეთში შეთქმულებმა გიორგი XI მოკლეს.
  • 1836 : ტეხასის ძალებმა სემ ჰიუსტონის ხელმძღვანელობით გენერალი ანტონიო ლოპეს დე სანტა ანა დაამარცხეს სან-ხაკინტოს ბრძოლაში ლა პორტესთან, რაც გადამწყვეტი ბრძოლა გახდა ტეხასის რევოლუციაში.
  • 1918 : გერმანელი მებრძოლი პილოტი, ცნობილი როგორც "წითელი ბარონი", ყველაზე წარმატებული მფრინავი ასი პირველ მსოფლიო ომში 80 დადასტურებული საჰაერო საბრძოლო გამარჯვებით, ჩამოგდებულ და მოკლულ იქნა ვოქს-სურ-სომთან, საფრანგეთი.
  • 1945 : მეორე მსოფლიო ომი : საბჭოთა ჯარები ქალაქ ბერლინში შეიჭრნენ.
  • 1967 : პოლკოვნიკმა გეორგიოს პაპადოპულოსმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი პანაგიოტის კანელოპულოსის მთავრობა დაამხო და ქვეყანაში პოლკოვნიკთა რეჟიმი დაამყარა.
  • 1960 : ქ. ბრაზილია გახდა ბრაზილიის ახალი დედაქალაქი.
  • 2009 :
    • ასტრონომებმა აღმოაჩინეს გლიზე 581 ე, დღემდე ნაპოვნ ეგზოპლანეტათაგან უმცირესი, სასწორის თანავარსკვლავედში.
    • იუნესკომ და აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკამ მსოფლიო ციფრული ბიბლიოთეკის ამოქმედება გამოაცხადეს.
  • 2010 :
    • უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხარკოვში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტი სევასტოპოლში დარჩება კიდევ 25 წლით, ბუნებრივ გაზზე შეღავათის სანაცვლოდ.
    • ერთიანმა სახალხო ალიანსმა, შრი ლანკის პრეზიდენტის მაჰინდა რაჯაპაკსეს მეთაურობით, გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში და 225 ადგილიდან 144 აიღო.
  • 2011 : პოსტ-საბჭოთა რუსეთში დამზადებულმა პირველმა ავიალაინერმა „Sukhoi Superjet 100“-მა, პირველი კომერციული ფრენა შეასრულა.
  • 2019 : უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვლადიმერ ზელენსკიმ გაიმარჯვა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1488 : ჰუტენი, ულრიხ ფონ — გერმნელი ჰუმანისტი, მწერალი
  • 1555 : კარაჩი, ლუდოვიკო — იტალიელი მხატვარი
  • 1782 : ფრებელი, ფრიდრიხ — გერმანელი პედაგოგი
  • 1816 : ბრონტე, შარლოტ — ინგლისელი მწერალი
  • 1824 : ერისთავი, რაფიელ — ქართველი პოეტი და დრამატურგი
  • 1864 : ვებერი, მაქს — გერმანელი სოციოლოგი, ისტორიკოსი, ეკონომისტი და იურისტი
  • 1912 : კამიუ, მარსელ — ფრანგი კინორეჟისორი
  • 1915 : ენტონი ქვინი — ამერიკელი მსახიობი
  • 1926 : ელისაბედ II — ბრიტანეთის დედოფალი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1109 : ანსელმ კენტერბერიელი — ინგლისელი ფილოსოფოსი
  • 1142 : აბელარი, პიერ — ფრანგი ფილოსოფოსი, ღვთისმეტყველი, ლოგიკოსი და პოეტი
  • 1509 : ჰენრი VII — ინგლისის მეფე
  • 1699 : რასინი, ჟან — ფრანგი დრამატურგი
  • 1910 : ტვენი, მარკ — ამერიკელი მწერალი
  • 1980 : ოპარინი, ალექსანდრე — რუსი ქიმიკოსი
  • 2003 : სიმონე, ნინა — ამერიკელი მომღერალი.
  • 2010 : ხუან ანტონიო სამარანჩი — საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მე-7 პრეზიდენტი.
  • 2014 : ლენკოვი, ალექსანდრე — საბჭოთა და რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი.

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • იროდიონი, აგაბო, ასინკრიტე, რუთოსი, ფლეგონტე, ერმი და სხვანი – სამოცდაათთაგანნი
    • მოწამე პავსიანე
    • ცელესტინ I რომის პაპი
культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати