USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
2035 წლიდან შიდაწვისძრავიანი ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება
Date:  678

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს - 2035 წლიდან ევროკავშირის მასშტაბით ბენზინსა და დიზელზე მომუშავე, შიდაწვისძავიანი ახალი ავტომობილების გაყიდვა სრულად აიკრძალება.

აღნიშნული ინიციატივის მიზანი CO2 ემისიების მაქსიმალური შემცირება და ელექტრიფიკაციის კამპანიის ხელშეწყობაა. კანონმდებლების შეფასებით, ტრადიციულ საწვავზე (ბენზინი, დიზელი, გაზი) მომუშავე ავტომობილების აკრძალვა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს გარემოსდაცვითი მიზნების შესრულების პროცესში.

კანონმდებლების განმარტებით, ავტოინდუსტრიაზე ევროკავშირის ემისიების საერთო მოცულობის თითქმის 16% მოდის, ამ სექტორის დეკარბონიზაცია კი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გარემოსდაცვითი მიზნების შესრულებაში.

„ეს არის მკაფიო მესიჯი იმისა, რომ ჩვენ კლიმატის ცვლილების ფარგლებში დასახულ მიზნებს უნდა მივაღწიოთ. ეს შეთანხმება ავტოინდუსტრიას მოსამზადებლად საჭირო დროს და გონივრულ ვადებს აძლევს“, - განაცხადა გერმანიის გარემოსდაცვის მინისტრმა, სტეფი ლემეკმა.

საგულისხმოა, რომ მოლაპარაკებების პროცესში საწვავის სრული აკრძალვის ინიციატივას ეწინააღმდეგებოდა გერმანია, რომელსაც მსოფლიოს მოწინავე ავტოინდუსტრია აქვს. გერმანიის წინააღმდეგობის შედეგად, პროექტის საწყისი ვერსია შეიცვალა და ახალ კომპრომისულ შეთანხმებაში გამონაკლისის სახით დაიშვა ის ავტომობილები, რომლებიც „CO2-ნეიტრალურ“ საწვავს მოიხმარენ, რაც არ გულისხმობს უშუალოდ ელექტრომობილებს.

Dodge-ის, Jeep-ის, Fiat-ის, Alfa-Romeo-სა და Opel-ის მფლობელი ჰოლდინგის, Stellantis-ის გენერალური დირექტორის, კარლოს ტავერესის შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება "სრულად დოგმატიკურია" და ევროკავშირის პოლიტიკურ ლიდერებს მეტად პრაგმატული და რეალისტური გადაწყვეტილებების მიღება მართებთ.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way