USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
თბილისი
2026 წლის „საახალწლო სოფელი“ დაიხურა
თარიღი:  315

2026 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელიც 34 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საახალწლო ღონისძიებები წელს საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო.

„ვიმედოვნებ, რომ „საახალწლო სოფელში“ გამართულმა აქტივობებმა სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა როგორც დედაქალაქის მცხოვრებლებზე, ისე ქალაქის სტუმრებზე. მინდა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადო მერიის თითოეულ თანამშრომელს, ყველა სამსახურს, რომელიც ჩართული იყო აღნიშნული ღონისძიებების მოწყობაში, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღესასწაულის შექმნაში შეიტანა წვლილი. მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მის თითოეულ თანამშრომელს, რადგან მთელი ამ დღეების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება იყო მიმართული „საახალწლო სოფლისკენ“, რათა შენარჩუნებული ყოფილიყო სიმშვიდე და თავიდან აგვეცილებინა ექსცესები. განსაკუთრებული მადლობა ასევე ეკუთვნით იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც შესაბამის სამსახურებთან ერთად, ჩართულები იყვნენ „საახალწლო სოფლის“ ღონისძიებების ორგანიზებაში. მადლობას აუცილებლად იმსახურებენ მეწარმეები, რომელთა გარეშეც საახალწლო ბაზარი წარმოუდგენელია. მადლობა მინდა, გადავუხადო არტისტებს, მსახიობებს, ბენდებს, ყველა ქართველ შემსრულებელს და შემოქმედებით ჯგუფს წარმატებული თანამშრომლობისთვის. ჩვენ მომავალ წლებშიც აუცილებლად შევუქმნით საახალწლო, ჯადოსნურ განწყობას თბილისელებსა და ჩვენი ულამაზესი ქალაქის სტუმრებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში მშვიდობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც მმართველი გუნდი ახორციელებს, უპირველესად, სწორედ მშვიდობის შენარჩუნებისკენაა მიმართული.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო სრულიად საქართველოს შობა-ახალი წელი და პირველ რიგში, მშვიდობა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ვხედავთ, რა პროცესები მიდის მსოფლიოში, ამიტომ მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანია და ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს, მიმართულია იმისკენ, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე ქვეყანაში. მინდა, ასევე, ჯანმრთელობა ვუსურვო ყველას, რადგან ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის. სიკეთე, სიხარული, სიყვარული, ბედნიერება იყოს 2026 წლის მთავარი ღირებულებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსოფლიო
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა

დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.

ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის