USD 2.7334
EUR 3.0969
RUB 3.4746
Тбилиси
2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იმ წესით, რა წესითაც 2017 წელს ჩატარდა
дата:  259

2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იმ წესით, რა წესითაც ჩატარდა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, არცერთი პუნქტი არ იქნება 2017 წლის რეგულაციისგან განსხვავებული.

„ამ კანონს როცა მივიღებთ მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იმ წესით, ყველა ნორმის დამთხვევით, რა წესითაც ჩატარდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მაჟორიტარების რაოდენობით, შესაბამისი პროპორციით, 4-პროცენტიანი ბარიერით და ა.შ.

2017 წელს რაც იყო, ყველა პუნქტი იქნება დაცული, არცერთი სხვა გადაწყვეტა არ იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირაში იმსჯელებს 20-ზე მეტ საკითხზე, მათ შორის, საარჩევნო კოდექსზე.

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ში მდებარე ავარიული კორპუსის დემონტაჟი დაიწყო
აღნიშნულ მისამართზე ცოტა ხნის წინ დასრულდა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა, რაშიც მოსახლეობასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი.
 
ამ ეტაპზე, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ შეზღუდული რჩება როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებისთანავე, მისამართზე სრულად აღდგება სატრანსპორტო მოძრაობა.
 
სამსართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში იატაკი 4 მაისს ჩაინგრა.
 
შემთხვევის შედეგად დაზარალებული 34 ოჯახი რაიონის გამგეობამ მყისიერად გადაიყვანა სასტუმროში. მათი ბინის ქირის კომპენსაციასაც გამგეობა უზრუნველყოფს.
 
მოსახლეობასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, მისამართზე იგეგმება ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება, რომელიც, ასევე, მიმდებარე N4 და N6 კორპუსებსაც შეეხება.
შემთხვევის ადგილი ლითონის ღობითაა შემოსაზღვრული.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати