USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
2025 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული უსმან დემბელე გახდა
Date:  574

დღეს, 22 სექტემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში "ოქროს ბურთის" გადაცემის რიგით 69-ე ცერემონია გაიმართა, აღნიშნული პრიზი პსჟ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა უსმან დემბელემ მოიგო. გამოკითხვაში მეორე ადგილზე "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავი ლამინ იამალი (ბარსელონა) გავიდა, მესამე-მეოთხე ადგილი კი ვიტინიამ (პსჟ) და მოჰამედ სალაჰმა (ლივერპული) დაიკავეს.

 

სხვა ნომინაციები:

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ლამინ იამალი (ბარსელონა, ზედიზედ მეორედ)

წლის საუკეთესო მწვრთნელი - ლუის ენრიკე (პსჟ)

წლის საუკეთესო მეკარე - ჯანლუიჯი დონარუმა (მანჩესტერ სიტი)

წლის საუკეთესო თავდამსხმელი - ვიქტორ დიოკერეში (არსენალი)

წლის საუკეთესო გუნდი - პსჟ   

 

შეგახსენებთ, "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში პსჟ-ს გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მე-11 ადგილი დაიკავა.

 

 ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღეს ფიფა-ს რეიტინგის TOP-100-ში მყოფი ქვეყნების სპორტულმა ჟურნალისტებმა. 

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way