USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
Tbilisi
2025 წლის იანვარი - მარტში თბილისში სამშენებლო ნებართვები გაიცა 1,228,134 კვ.მ-ი შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე
Date:  739

მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა შემცირდა, თუმცა გაიზარდა საერთო ფართობი, რომელზეც გაიცა ნებართვა. იგულისხმება როგორც ახალი მშენებლობის, ასევე, რეკონსტრუქციაზე გაცემული ნებართვები.

კერძოდ, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 358 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4%-ით ნაკლებია. ჯამში, საუბარია 2 591 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაცემულ ნებართვებზე, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.9%-ით მეტია.

ნებართვების 75.5% მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47.4% მოდის თბილისზე, 12.9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 7.2% - კახეთის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way