USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
Tbilisi
2025 წლის 4 თვეში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 13.5%-ით შემცირდა - galt & taggart
Date:  368

galt & taggart-ის უძრავი ქონების ბაზრის განახლების მიხედვით, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა შენელებული რჩება და 2024 წლის იანვარ-აპრილის გაყიდვებს ჩამორჩება როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე.

როგორც მიმოხილვაში წერია, მიმდინარე წლის 4 თვეში გაცემული ნებართვების მოცულობა გაიზარდა, რაც საცხოვრებელ პროექტებზე გაცემული რამდენიმე დიდი ზომის ნებართვით არის განპირობებული.

პირველად ბაზარზე ფასები კვლავ მზარდია, თუმცა ზრდის ტემპი შენელებულია, ხოლო ფასები მეორად ბაზარზე ორი თვის შემცირების შემდეგ გაიზარდა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ გასულ თვეში 3,252 შეადგინა, აქედან: მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა, ხოლო წლიურად 12.2%-ით შემცირდა.

პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 17.1%-ით გაიზარდა.

საინვესტიციო ბანკი აღნიშნულს რამდენიმე პროექტში წარსულში გაყიდული ბინების დაგვიანებული რეგისტრაციის ერთჯერადი ეფექტით ხსნის.

"ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს) შედეგებიც მეორადი ბაზრის მსგავსად შენელებას აჩვენებს. 2025 წლის აპრილში გაყიდული ბინების რაოდენობა წინა თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ხოლო წლიურად 34.1%-ით შემცირდა და მეორად ბაზართან შედარებით უფრო მაღალი კლების ტემპი წინა წლის აპრილის მაღალი ბაზით აიხსნება. 2025 წლის 4 თვეში, თბილისში სულ 12,540 ბინა (-1.2% წ/წ) გაიყიდა და ჯამურმა ღირებულებამ 941.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (-0.7% წ/წ). მიწოდება 2025 წლის აპრილში ნებართვა გაიცა 23 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 245,986 მ 2 -ს შეადგენდა (+26.1% წ/წ). 2025 წლის 4 თვეში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 4.2%-ით გაიზარდა." - ნათქვანია მიმოხილვაში. რაც შეეხება ფასებს, 2025 წლის აპრილში პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი თვიურად 0.2%-ით გაიზარდა და 1,332 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 1.9%-ით გაიზარდა და $1,256 შეადგინა. კვლავ კლების ტენდენციით ხასიათდება ქირის ბაზარი. თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ.) ქირის ფასი თვეში მცირედით, 0.4%-ით შემცირდა და კვადრატულზე 9.5 აშშ დოლარი შეადგინა. მონაცემები 20 სისტემური დეველოპერის გამოკითხვას ეყრდნობა, რომელიც დედაქალაქში 90-ზე მეტ საცხოვრებელ პროექტს მოიცავს, რაც მთლიანი ბაზრის დაახლოებით 40%-ია.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით: 2025 წლის აპრილში გაყიდვები გასული თვის ნიშნულზე შენარჩუნდა, თუმცა წინა წლის მაღალი ბაზის შედეგად წლიურად გაყიდული ბინების რაოდენობა 34.1%-ით შემცირდა, ხოლო გაყიდული ბინების ფართობი 25.4%-ით. ჯამში, 2025 წლის 4 თვეში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 13.5%-ით შემცირდა. კლების მიზეზი ბაზარზე არსებული გაუარესებული სენტიმენტებია, რაც მყიდველებს მოთხოვნის გადავადებისკენ უბიძგებს.

პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 80% უკვე გაყიდულია. ამასთან, გაყიდვების უმეტესი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებულ შიდა განვადებაზე მოდის.

აღსანიშნავია, რომ გაყიდვებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ისრაელის მოქალაქეების წილი და 2025 წლის 4 თვეში ჯამური გაყიდვების 11% შეადგინა. ეს ტენდენცია დიდწილად განპირობებულია თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის საინვესტიციო მიმზიდველობით.

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way