USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
თბილისი
2025 წელს, სტერილიზაცია/კასტრაცია 11 514 მიუსაფარ ძაღლსა და კატას ჩაუტარდა, ევთანაზია 145 ცხოველის შემთხვევაში გამოიყენეს, ხოლო ბუნებრივი სიკვდილით 2050 ცხოველი მოკვდა
თარიღი:  355

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის განმავლობაში სტერილიზაცია/კასტრაცია, ჯამში, 11 514 მიუსაფარ ძაღლსა და კატას ჩაუტარდა. ევთანაზია 145 ცხოველის შემთხვევაში გამოიყენეს, ხოლო ბუნებრივი სიკვდილით 2050 ცხოველი მოკვდა.

ამასთან, ამავე პერიოდში, სააგენტოს მიერ, ჯამში, 17 315 მიუსაფარი ძაღლი და კატაა თავშესაფარში შეყვანილი.

სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის განმავლობაში სააგენტოში 66 019 შეტყობინებაა შესული, რეაგირება განხორციელდა 20 120 შემთხვევაში, 14 709 ცხოველი კი სააგენტოს თანამშრომლებმა დაიჭირეს.

მათივე ცნობით, 2025 წლის განმავლობაში, ჯამში, 450 ძაღლი და კატა გაჩუქდა.

გარდა ამისა, სააგენტო ახორციელებს ფასიან მომსახურებასაც. როგორც სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, 2025 წლის განმავლობაში გაწეულ ფასიან მომსახურებებზე ნაერთი შემოსავალი შეადგენს 99 384.6 ლარს.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის