USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
თბილისი
2025 წელს საქართველოში სულ 37,867 ბავშვი დაიბადა, რაც 2024 წელთან შედარებით 1,616-ით ნაკლებია. ამასთან ეს რიცხვი ბოლო 32 წლის განმავლობაში მინიმალურია
თარიღი:  66

2025 წელს საქართველოში სულ 37,867 ბავშვი დაიბადა, რაც 2024 წელთან შედარებით 1,616-ით ნაკლებია. ამასთან ეს რიცხვი ბოლო 32 წლის განმავლობაში მინიმალურია.

წლების მიხედვით საქართველოში შობადობის პიკი 2014 წელს აღინიშნა, როდესაც 60,635 ბავშვი დაიბადა, მას შემდეგ კი ის ყოველწლიურად მცირდება.

უფრო დეტალურად, შობადობის მაჩვენებლები 1994 წლის შემდგომ ასე ნაწილდება:

წელი შობადობა საქართველოში
1994 57,311
1995 56,486
1996 55,153
1997 54,136
1998 51,491
1999 48,408
2000 48,167
2001 46,620
2002 45,127
2003 45,450
2004 45,751
2005 46,063
2006 46,845
2007 48,499
2008 52,442
2009 56,568
2010 55,230
2011 51,565
2012 49,969
2013 49,657
2014 60,635
2015 59,249
2016 56,569
2017 53,293
2018 51,138
2019 48,296
2020 46,520
2021 45,946
2022 42,319
2023 40,214
2024 39,483
2025 37,867

რეგიონულ ჭრილში 2025 წლის მდგომარეობით საქართველოში შობადობა ასე ნაწილდება:

რეგიონი შობადობა
საქართველო 37,867
თბილისი 14,334
აჭარის ა.რ. 4,551
ქვემო ქართლი 4,431
იმერეთი 4,275
კახეთი 2,610
შიდა ქართლი 2,238
სამეგრელო-ზემო სვანეთი 2,178
სამცხე-ჯავახეთი 1,509
გურია 807
მცხეთა-მთიანეთი 743
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 191

დაბადებულთა შორის 13,873 იყო პირველი ბავშვი, 12,441 მეორე შვილი, 11,012 კი მესამე და შემდგომი შვილი. ყველა ეს პარამეტრი 2024 წელთან შედარებით შემცირებულია.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის