USD 2.6074
EUR 2.9941
RUB 3.1022
თბილისი
2024 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
თარიღი:  5625

2024 წლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

კარიერა - მართალია, დრაკონი უამრავ გამოწვევას უმზადებს ვერძის ნიშნით დაბადებულებს, მაგრამ სწორედ 2024 წელს მისცემს მასშტაბური ცვლილებების განხორციელების, დაწინაურებისა და „საკუთარი ადგილის“ პოვნის საშუალებას. მთავარია, არ შეუშინდეთ სიახლეს, თამამად მოკიდოთ ხელი ახალ პროექტებს და დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი გამოგივათ, მით უფრო, რომ მოზღვავებული ენერგიისა და ენთუზიაზმის ფონზე ნამდვილად ვერავინ გაბედავს თქვენთვის ხელის შეშლას. 

პირადი ცხოვრება - დაქორწინებულ ვერძებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან 2024 წელი კონფლიქტებისა და უსიამოვნებების გარეშე ჩაივლის. მეტიც, სწორედ ახლა შეძლებთ წვრილმანი უთანხმოების მოგვარებას და ოჯახური იდილიის შექმნას, მარტოხელა ვერძებმა კი, განსაკუთრებით თებერვალსა და ივლისში უნდა გაამახვილონ ყურადღება, რათა ხელიდან არ გაუშვან მოულოდნელი შეხვედრა იმ ადამიანთან, ვინც დიდ ხნით უერთგულებს და ყველაზე საიმედო პარტნიორი გახდება.

ფინანსები - სტაბილური იქნება წელი ფინანსური თვალსაზრისითაც. არაა გამორიცხული მიიღოთ სარფიანი შეთავაზება ან წამოიწყოთ საკუთარი საქმე, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს შემოსავალს, მთავარია, არ გაჯიუტდეთ და არ თქვათ უარი ერთი შეხედვით რთულ და შრომატევად პროექტებზე.      

კურო (21 აპრილი - 20 მაისი)

 კარიერა - მართალია, 2024 წელი კუროს ნიშნით დაბადებულთათვის ახალი პროექტებით, მრავალრიცხოვანი შეხვედრებითა და საქმიანი მოლაპარაკებებით იქნება დატვირთული, მაგრამ ვერც სირთულეებისგან შეძლებენ თავის დაღწევას, რისი მიზეზიც მათივე სიჯიუტე და პედანტიზმი გახდება. ნუ შეუშინდებით პრობლემებს! გამოიჩინეთ გონიერება, ობიექტურად შეაფასეთ მოვლენები და საკუთარი შესაძლებლობები, თამამად შეეჭიდეთ მასშტაბურ პროექტებს და შედეგი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს. 
 
პირადი ცხოვრება - ნაკლებად სტაბილური და მეტად ემოციური იქნება კუროს პირადი ცხოვრებაც. მართალია, ის, ვინც „აქტიურ ძიებაშია“ წლის დასაწყისშივე გაიცნობს საინტერესო ადამიანს, ვისთანაც სიამოვნებით გაატარებს დროს, მაგრამ გაზაფხულზე დაღლილობასთან ერთად გაღიზიანებასაც იგრძნობს, ერთ დროს საინტერესო ადამიანი კი, უინტერესოდ მოეჩვენება და სინანულის გარეშე დაემშვიდობება. პრობლემები ელით დაქორწინებულ კუროებსაც, რომელთაც მეუღლესთან მუდმივი კამათი დაუკარგავს სიმშვიდეს, თუმცა თანდაყოლილი სიბრძნისა და გამოცდილების წყალობით მაინც შეძლებენ სერიოზული კონფლიქტების თავიდან არიდებას. 

ფინანსები - მართალია, 2024 წელი საკმაოდ შემოსავლიანი იქნება, მაგრამ კომფორტისა და ფუფუნების მოყვარული კურო მეტს მოინდომებს, რამაც შესაძლოა სერიოზული ფინანსური კრიზისი გამოიწვიოს. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რათა სწრაფი შემოსავლის ძიებაში ისიც არ დაკარგოთ, რაც დიდი შრომით მოიპოვეთ.    

ტყუპები (21 მაისი - 21 ივნისი)

 კარიერა - 2024 წელს განსაკუთრებულ წარმატებას ხელმძღვანელ პოსტზე მყოფი ტყუპები მიაღწევენ, დანარჩენებს კი, კოლეგებსა და იმავე ხელმძღვანელებთან მოუწევთ კომპრომისების მოძიება. მართალია, ტყუპების ნიშნით დაბადებულები ყველასთან სწრაფად პოულობენ საერთო ენას, მაგრამ მაინც არ ღირს „მთელ სამყაროსთან“ დამეგობრება, რადგან ზოგჯერ მეგობრებმაც იციან დანაპირების მოთხოვნა, რაც ძალიან აღიზიანებთ თავქარიან და ზედაპირულ ტყუპებს, რომელთაც პრიორიტეტები და ადამიანებისადმი დამოკიდებულებაც ისევე ხშირად ეცვლებათ, როგორც გუნება-განწყობა. წლის მეორე ნახევარში მათ გაუმართლებთ, ვისაც პროფესიული განვითარება, სამსახურის შეცვლა ან საკუთარი საქმის დაწყება უნდა, თუმცა, არ ღირს კარდინალური ცვლილებების ლოდინი და იმედის ქონა, რომ ყველაფერი ერთ დღეში და თავისით შეიცვლება.

პირადი ცხოვრება - სერიოზული ცვლილებები ელით ტყუპებს პირად ცხოვრებაშიც, რადგან ბევრს მოუწევს ურთიერთობების დასრულება და პარტნიორთან დამშვიდობება. მართალია, ზოგი სიხარულით შეხვდება სიახლეს, მაგრამ ზოგი პირიქით, დიდხანს ვერ შეძლებს დანაკლისის ანაზღაურებას. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება პარტნიორთან ურთიერთობისას, არ ღირს გაუთავებლად საკუთარ სურვილებზე საუბარი, უმჯობესია მოუსმინოთ და გაითვალისწინოთ მისი უკმაყოფილება, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ ურთიერთობის შენარჩუნებას. ნაკლებად გაუმართლებთ მარტოხელა ტყუპებს, რადგან ძალიან გაუჭირდებათ შესაფერისი პარტნიორის მოძიება, თუმცა გულს მაინც არ გაიტეხენ და ჩვეული სიმსუბუქით, თავქარიანობით გააბამენ ფლირტს ნებისმიერთან, ვინც ერთი ნახვით მოეწონებათ. 

ფინანსები - საკმაოდ შემოსავლიანი იქნება ტყუპებისთვის 2024 წელი, თუმცა მაინც არ ღირს ზედმეტი ხელგაშლილობა და ფულის გაუაზრებლად ხარჯვა, რათა პრობლემები არ შეიქმნათ წლის მეორე ნახევარში. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებს და ავანტიურულ გარიგებებს, მართალია, ყოველთვის შესაშური ენთუზიაზმით პოულობთ უსიამოვნებებს, მაგრამ მომავალ წელს ჯობია თავი შეიკავოთ რისკისა და მსგავსი ექსპერიმენტებისგან. 

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

კარიერა - მომავალ წელს კირჩხიბის ნიშნით დაბადებულები ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან ცვლილებებით საქმიან ცხოვრებაში, რადგან ვერც დაწინაურებას შეძლებენ, ვერც თავბრუდამხვევი კარიერის გაკეთებას, თუმცა არც მარცხი და სამსახურიდან დათხოვნა დაემუქრებათ. დრაკონის წელი კირჩხიბისთვის უფრო ფუნდამენტის შენების წელი იქნება, როცა სამომავლო გეგმების დასახვასთან ერთად მოსამზადებელ სამუშაოებსაც ჩაატარებს შემდგომი განვითარებისთვის.  

პირადი ცხოვრება - დაქორწინებულ და დაწყვილებულ კირჩხიბებს მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ მეუღლეების მიმართ, რადგან სტაბილური საქმიანი ცხოვრებისგან განსხვავებით, ბევრად შფოთიანი და პრობლემური იქნება პირადი ცხოვრება, მეტიც, არაა გამორიცხული ხანგრძლივი ქორწინებაც დაშორებით დასრულდეს. იშვიათი გამართლება ელით მარტოხელა კირჩხიბებს, რომლებიც სწორედ მომავალ წელს, სავარაუდოდ, ივლისსა ან აგვისტოში შეხვდებიან „იმ ერთადერთსა და განუმეორებელს“, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდნენ. მთავარია სახლში, მით უფრო, საკუთარ ნაჭუჭში არ გამოიკეტოთ და არ თქვათ უარი მეგობრების მიწვევაზე, რადგან იღბალი მხოლოდ ყველაზე თამამებს უღიმის. 

ფინანსები - 2024 წელს, როცა არც კარიერული ზრდაა მოსალოდნელი არც სარფიანი შეთავაზებები, კირჩხიბმა დაზოგვა და უკვე არსებულით დაკმაყოფილება უნდა ისწავლოს. რა თქმა უნდა, არ ღირს ზედმეტი ხელგაშლილობა, თუმცა, არც მომჭირნეობა გამოგადგებათ, რადგან ასე მხოლოდ მათ გაანაწყენებთ, ვინც დიდი ხანია თქვენს მატერიალურ დახმარებაზეა დამოკიდებული. 
 

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

 კარიერა - ლომისთვის 2024 წელი განვითარებისა და კეთილდღეობის მომტანი იქნება. მართალია, ამ ნიშნით დაბადებულებს დიდხანს მოუწიათ ლოდინი, მაგრამ მომავალ წელს ერთიანად აუნაზღაურდებათ მოთმინება. დევიზით „ან ახლა ან არასდროს“ ლომი ნებისმიერი სირთულის საქმეს შეეჭიდება და ყველა წამოწყებაში წარმატებული იქნება. თუმცა, არ ღირს შესაძლებლობების გადაფასება, თავმომწონეობა და საკუთარი მიღწევებით ტრაბახი, რადგან ასე მხოლოდ კოლეგებს გააღიზიანებთ.

პირადი ცხოვრება - დაქორწინებულ ან დაწყვილებულ ლომებს მეტი მოკრძალების გამოჩენა და დროებით ამბიციებზე უარის თქმა მოუწევთ. ნაკლები იფიქრეთ საკუთარ თავზე და მეტად იზრუნეთ საყვარელ ადამიანზე, გაანებივრეთ ქათინაურებით და სასიამოვნო სიურპრიზებით, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ პარტნიორის შენარჩუნებას, რომელსაც დიდი ხანია სხვისკენ უჭირავს თვალი. არ დატოვებს უყურადღებოდ დრაკონი არც მარტოხელა ლომებს, რომელთაც რომანტიკულ თავგადასავლებს და სამსახურებრივ რომანებს შესთავაზებს, რაც ორმაგად სასარგებლო იქნება, რადგან ისედაც დაკავებულებს არც ზედმეტი დროის დახარჯვა მოუწევთ და პაემნისთვის ადგილის ძებნა. 

ფინანსები - 2024 წელი განსაკუთრებით შემოსავლიანი იქნება ლომისთვის, რადგან ამოსუნთქვის გარეშე მოუწევს მუშაობა, თუმცა, დრაკონი არა მხოლოდ შრომას დაუფასებს, არამედ, სასიამოვნო სიურპრიზსაც მოუწყობს და ან ლატარიაში მოაგებინებს ან უცნობი ნათესავის მემკვიდრეობას უსახსოვრებს. პატივისცემით მიიღეთ და გაუფრთხილდით საჩუქრებს, არ ღირს ზედმეტი ხელგაშლილობა და ყველაფრის ერთ დღეში განიავება. 

 

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

კარიერა - განსაკუთრებით პერსპექტიული ქალწულის ნიშნით დაბადებულთათვის წლის პირველი ნახევარი იქნება, როცა მათ პუნქტუალურობას, მონდომებას და პასუხისმგებლობას კოლეგებთან ერთად ხელმძღვანელებიც დააფასებენ, თუმცა ბევრად რთული აღმოჩნდა წლის ბოლო, როცა საქმიანი პარტნიორები ძველ შეთანხმებებს გააუქმებენ და ახალ, თქვენთვის ნაკლებად მისაღებ პირობებს შემოგთავაზებენ. არ ღირს ემოციებს აყოლა და გადაწყვეტილების ცხელ გულზე მიღება, რადგან პარტნიორების უარით გასტუმრებას ყოველთვის მოასწრებთ. უმჯობესია საღი გონებით შეაფასოთ ყველა შეთავაზება, ჰკითხოთ რჩევა გამოცდილ ადამიანებს და მხოლოდ შემდეგ მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. 

პირადი ცხოვრება - 2024 წელს ყველაზე მეტად სწორედ ქალწულებს გაუმართლებთ, რადგან არა მხოლოდ წყვილები მოიპოვებენ სიმშვიდესა და ჰარმონიას, არამედ მარტოხელებიც შეძლებენ სერიოზული ურთიერთობის გაბმას. არაა გამორიცხული სწორედ მასთან დაწყვილდეთ, ვინც ყოველთვის თქვენს გვერდით იყო, მაგრამ რატომღაც ვერასდროს ამჩნევდით. 

ფინანსები - იშვიათი აკურატულობით გამორჩეული ქალწული, რომელიც ფულსაც ყოველთვის სიფრთხილით ხარჯავს, 2024 წელსაც მშვიდად იქნება, რადგან არც გრანდიოზული შემოსავალი ექნება, არც განსაკუთრებული ხარჯი, ამიტომ წლის ბოლომდე შეინარჩუნებს სტაბილურობას.  
 

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

 კარიერა - 2024 წელს სასწორის ნიშნით დაბადებულებს მხოლოდ ნოვატორული აზროვნება დაეხმარება წინსვლასა და კარიერის განვითარებაში. მართალია, ნაკლებად მოგინდებათ მსხვერპლის გაღების და ზედმეტად თავის შეწუხება, მაგრამ დაწინაურების სურვილი შეუძლებელს შეგაძლებინებთ. ნუ გაღიზიანდებით, თუ კოლეგები თქვენს ჭკუის სწავლებას შეეცდებიან, პირიქით მოისმინეთ და გაითვალისწინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევები, რადგან მათ მხოლოდ სიკეთე უნდათ თქვენთვის. 

პირადი ცხოვრება - ბევრად გაუმარტივდებათ სასწორებს პირადი ცხოვრების მოწესრიგება, რადგან ისედაც ყველაფერი წესრიგში აქვთ. დაქორწინებულები ჩვეულ რიტმში გააგრძელებენ ცხოვრებას, რადგან მათ მყუდროებას ვერაფერი დაარღვევს, მარტოხელებს კი, ძველი ურთიერთობის აღდგენის შანსი ექნებათ, თუმცა, არ ღირს წარსულში დაბრუნება თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ შეძლებთ შეცდომების გამოსწორებას. 

ფინანსები - მართალია, მრავალწლიანი მონდომება სწორედ 2024 წელს გამოიღებს შედეგს, მაგრამ მაინც არ ღირს თავის დაკარგვა და  ცხოვრების წესის ერთიანად შეცვლა, რადგან მათ, ვისაც საკუთარი ბიზნესი აქვთ, წლის ბოლოს მოუწევთ გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევა, ის კი, ვინც მაღალანაზღაურებადი სამსახურის იმედზეა, სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდებიან, ასე რომ, მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინეთ კრედიტისა და ფინანსური დოკუმენტების გაფორმებისას.
 

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

 კარიერა - მომავალ წელს მორიელის ნიშნით დაბადებულებს პირველ რიგში საქმიანი ცხოვრების გადახედვა, შესაძლებლობებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა მოუწევთ. არაა გამორიცხული რადიკალურად შეცვალოთ საქმიანობის სფერო და იქ მოსინჯოთ შესაძლებლობები, სადაც მანამდე არაფერი გესაქმებოდათ. არ შეუშინდეთ სირთულეებს, რადგან თქვენს მხარეს იქნება წლის მფარველი დრაკონიც, რომელიც სწორედ თამამ და შემოქმედებით ადამიანებს სწყალობს. 

პირადი ცხოვრება - ნამდვილი სასწაული მოხდება მომავალ წელს, რადგან  მორიელი გულწრფელად აღიარებს ყველა ნაკლსა და შეცდომას, თუმცა სიამაყე არ მისცემს მათი გამოსწორების უფლებას. მარცხით დასრულდება ძველი ურთიერთობის აღდგენის მცდელობაც, ახალი კი, ნაკლებად გაამართლებს, რადგან  პარტნიორი აღმოჩნდება ზედმეტად მომთხოვნი.

ფინანსები - მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ ფინანსური წარმატების მიღწევას, თუ  არ დაიზარებთ და გულდასმით შეისწავლით ყველა შეთავაზებას.  განსაკუთრებული სიფხიზლის გამოჩენა მართებს მორიელს ‘’შოპინგის’’ დროს, ნამდვილად არ ღირს სტრესის ფონზე ყველა მაღაზიის შემორბენა და უსარგებლო ნივთების მხოლოდ ნერვების დასამშვიდებლად შეძენა. 
 

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

 კარიერა - საუკეთესო პერიოდი მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულთათვის წლის დასაწყისი ექნება,  როცა მოზღვავებული ენერგიის ფონზე თვითონაც დაიჯერებს და სხვასაც დააჯერებს, რომ მთების გადადგმა შეუძლია. მაქსიმალურად გამოიყენეთ წლის პირველი ნახევარი მაისის თვემდე, განიხილეთ ახალი პროექტები და დასახეთ სამომავლო გეგმები, რადგან სწორედ ამ პერიოდში იქნებით საუკეთესო ფიზიკურ და ინტელექტუალურ ფორმაში. ნაკლებად გაამართლებს ზაფხული, შემოდგომაზე კი, თქვენი პასიურობით გათამამებული კონკურენტები გაიძულებენ ლიდერის პოზიციის დათმობას.

პირადი ცხოვრება - დაქორწინებულ და დაწყვილებულ მშვილდოსნებს ოჯახში მატება ელით, მათ კი, ვინც მარტოა, დროა მატებაზეც დაფიქრდეს და ოჯახის შექმნაზეც, რადგან 2024 წელს დრაკონი სწორედ მყარ ოჯახს და მტკიცე ურთიერთობას წაახალისებს. მეტი დრო დაუთმეთ მეუღლეზე და საყვარელ ადამიანზე ზრუნვას, მარტოხელა მერწყულს კი, რომელიც დაუფიქრებლად გადაეშვება რომანტიკულ თავგადასავლებში, არა მხოლოდ კომპლიმენტების, არამედ ახლად შეძენილი პარტნიორის პრობლემების მოსმენა და მოგვარებაც მოუწევს.

ფინანსები - ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე იქნება დამოკიდებული მშვილდოსნის ფინანსური კეთილდღეობაც, რადგან სწორედ მათი სურვილების ასრულებასა და მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე დახარჯავს შემოსავლის დიდ ნაწილს. რა თქმა უნდა, ნაკლებად სანუგეშო პერსპექტივაა, მაგრამ მაინც არ ღირს გაღიზიანება, მით უფრო, რომ იძულებით დაკისრებული მისიისგან მაინც ვერ შეძლებთ თავის დაღწევას. აჯობებს შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მორჩილად დააკმაყოფილოთ ახლობელთა მოთხოვნები. 
 

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

 კარიერა - მართალია, თხის რქის ნიშნით დაბადებულთა უმეტესობა სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადაწყვეტს გადაბარგებას, ამიტომ აქტიურად შეუდგება ახალი სამსახურის ძებნას, მაგრამ დრაკონი ნაკლებად მოიწონებს მის გადაწყვეტილებას და მაქსიმალურად შეაფერხებს ყველა წამოწყებას. უმჯობესია მოგზაურობა შემდეგი წლისთვის გადადოთ და ისევ ძველ სამსახურს დაუბრუნდეთ, სადაც მართალია, ნაკლებად გექნებათ განვითარებისა და დაწინაურების შანსი, მაგრამ სტაბილურობას მაინც შეინარჩუნებთ. 

პირადი ცხოვრება - ნაკლებადაა მოსალოდნელი ცვლილებები თხის რქის პირად ცხოვრებაშიც, თუმცა, სასიამოვნო სიურპრიზი ელის მეუღლისა ან პარტნიორისგან,  რომელიც ხანგრძლივი ურთიერთობის მიუხედავად მაინც შეძლებს მის გაკვირვებას რომანტიკული ვახშმის მოწყობით. არ გაუმართლებთ არც მარტოხელა თხის რქებს, რადგან თავბრუდამხვევი რომანების მიუხედავად, მაინც ვერავისთან შეძლებენ სერიოზული ურთიერთობის გაბმას. 

ფინანსები - სიფრთხილის გამოჩენა მართებს თხის რქას მთელი წლის განმავლობაში, რადგან ხარჯი უფრო მეტი ექნება, ვიდრე შემოსავალი. არაა გამორიცხული სოლიდური თანხის დახარჯვა მოუხდეს საკუთარი ან ახლობლების ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად, დამატებითი შემოსავლის მოძიების შანსი კი, წლის მეორე ნახევარში ექნება და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორების მოძიებას და საკუთარი პროექტებით დაინტერესებას შეძლებს.

 მერწყული (21 იანვარი - 20 თებერვალი)

 კარიერა - მერწყულის ნიშნით დაბადებულებს დრაკონი არა მხოლოდ სერიოზულობის და პასუხისმგებლობის გამოჩენას, არამედ გამოფხიზლებას და აქტიურად მოქმედებასაც აიძულებს, რადგან კომფორტული სტაბილურობა, რომელიც სამსახურში მოიწყვეთ დიდი ხანია სტაგნაციას დაემსგავსა. დროა, გაიღვიძოთ და ხმამაღლა განაცხადოთ საკუთარი შესაძლებლობების შესახებ, შეუდექით მუშაობას თებერვლის თვიდან და არ დაივიწყოთ პერიოდულად დერეფანში გასეირნება, რათა თავი შეახსენოთ კოლეგებსა და ხელმძღვანელებს. 

პირადი ცხოვრება - დაწყვილებულ მერწყულებს მეტი ლოიალურობის გამოჩენა მართებთ, დროა ისწავლოთ პატიება და მისცეთ საყვარელ ადამიანს შეცდომების გამოსწორების შანსი, რადგან უშეცდომო არავინაა, მარტოხელა მერწყულებს კი, პარტნიორების მიმართ მოთხოვნების გრძელი სიის შემოკლება მოუწევთ, რადგან არც იდეალური ადამიანები არსებობენ. 

ფინანსები - მართალია, მერწყული ხელგაშლილობით გამოირჩევა, მაგრამ 2024 წელს ფინანსების დაზოგვა მოუწევს, რადგან წლის მეორე ნახევარში სერიოზული კრიზისი დაემუქრება, მით უფრო, რომ ბევრი ეცდება ისარგებლოს მისი გულუბრყვილობით და გააბას ავანტიურულ მახეში. 
  

თევზები (21 თებერვალი - 20 მარტი)

 კარიერა - მეტი მონდომებისა და ენთუზიაზმის გამოჩენა მოუწევთ თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს, რადგან წლების განმავლობაში გაზარმაცებულებს, ძალიან გაუჭირდებათ მობილიზაცია და დრაკონის მიერ შეთავაზებული გამოწვევების დაძლევა. ნუ შეუშინდებით სიახლეებს, რადგან ნებისმიერი ცვლილება, მათ შორის ნეგატიურიც - გამოცდილებაა, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ მომავალში. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების გადადება, რადგან წლის ბოლოს ყველა გადადებული პროექტისთვის ერთად მოგთხოვენ პასუხს, ახალი და საინტერესო სამსახურის მოძიების შემთხვევაში კი, სინანულის გარეშე დაემშვიდობეთ ძველს, რადგან სიახლე იმ შემთხვევაშიც სარგებელს მოგიტანთ, თუ ანაზღაურება გექნებათ ნაკლები. 

პირადი ცხოვრება - სერიოზული გამოცდა ელით თევზებს პირად ცხოვრებაში, რადგან დრაკონი პირველ რიგში მათ ერთგულებას შეამოწმებს. დაწყვილებულ თევზებს მეტი გულწრფელობის გამოჩენა მართებთ საკუთარ თავთან, აღიარეთ შეცდომები და ნუ ეცდებით ყველაფრის პარტნიორისთვის გადაბრალებას, რადგან უმიზეზოდ თავდასხმას პასუხიც შესაბამისი მოჰყვება და ისევ თქვენ დაზარალდებით. ბევრად სასიამოვნო წელი ელით მარტოხელა თევზებს, რომლებიც გაზაფხულზე შეხვდებიან იმ ადამიანს, ვისთანაც არა მხოლოდ ზაფხულის არდადეგებს გაატარებენ სიამოვნებით, არამედ გამოზამთრებაც მოუნდებათ.

ფინანსები - მართალია, თევზები მუდმივად იოლი ფულის შოვნასა და გამდიდრებაზე ოცნებობენ, მაგრამ ოცნება წელსაც აუხდენელი დარჩება. დროა, დაემშვიდობოთ ილუზიებს და გამოიჩინოთ მეტი პრაქტიკულობა განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში, როცა  ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების საუკეთესო შანსი გექნებათ, თუმცა ისევ თქვენს მოხერხებულობაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებთ თუ არა პოზიტიური შესაძლებლობების თქვენს სასარგებლოდ გამოყენებას.   

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის