USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Tbilisi
2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონას შეადგენს
Date:  442

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბში ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

სამინისტროს ინფორმაციით, 6 სექტემბრის მდგომარეობით, გადამუშავებულია 30 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან, 15 ათას ტონამდე რქაწითელი, 10 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, გურჯაანის, სიღნაღის, საგარეჯოს და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე დაესწრნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ როგორც რთველის საკოორდინაციო შტაბი და კახეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები, ისე ღვინის საწარმოები სრულად მობილიზებულები არიან, რომ რთველის პროცესი წარიმართოს შეუფერხებლად და ყველა მევენახემ მოსავლის დაბინავება შეძლოს.

2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონას შეადგენს. ასევე წინასწარი პროგნოზით, წელს რთველში, ჯამურად, 500-ზე მეტი ღვინის საწარმო იქნება ჩართული.

დღეისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე რეგისტრირებულია 340 ღვინის საწარმო, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის გადამუშავების პროცესში.

სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს. სუბსიდია 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას, ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში არანაკლებ 1.00 ლარს გადაიხდის.

ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501) 24 საათიანი რეჟიმში მუშაობს.

World
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way