USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
2024 წელს საზმაუს უფრო დიდი ბიუჯეტი ექნება, ვიდრე პარლამენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საკონსტიტუციო სასამართლოს ერთად აღებულს
თარიღი:  416

2024 წელს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი 9 მილიონი ლარით გაიზრდება და ის 86 მილიონ ლარს მიაღწევს. ამ მატების მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანო უფრო ნაკლებ დაფინანსებას აიღებს ვიდრე სახელმწიფო ტელევიზია, რომლის ბიუჯეტიც 101 მილიონი ლარით განისაზღვრება.

სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების საკითხი გახდა პარლამენტში ცხარე დებატების საკითხი. საქმე ისაა, რომ დღემდე საზმაუს ბიუჯეტი საქართველოს მშპ-სთან იყო მიბმული და ის ყოველწლიურად წინა წლის მშპ-ის 0.14%-ის ოდენობით განისაზღვრებოდა. თუმცა, მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც დაფინანსების წესს შეცვლის და მას მშპ-ს ჩამოაშორებს.

პარლამენტში მიაჩნიათ, რომ ტელევიზიის დაფინანსება მის ხარჯებთან უნდა იყოს დაკავშირებული და არა ქვეყნის მშპ-ს ზომასთან. ინიციატივას ეწინააღმდეგება თავად საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის თანამშრომლებიც პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ.

„საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს

მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელის შეცვლის შესახებ, მთლიანად ცვლის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსს და, ფაქტობრივად, აუქმებს საზოგადოებრივ მაუწყებელს.

დაფინანსების მსგავსი წესი თანხვედრაში არ მოდის ევროპის არც ერთი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელთან და, სამაგიეროდ, სრულ წინააღმდეგობაში მოდის ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსების ძირეულ პრინციპთან,”- აცხადებენ საზმაუს თანამშრომლობი.

საბიუჯეტო ორგანიზაციები, რომელთან შედარებითაც საზმაუს 101-მილიონიანი დაფინანსება უფრო მაღალია:

  • პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 86,636,000 ლარი;
  • პროკურატურა - 63,200,000 ლარი;
  • მთავრობის ადმინისტრაცია - 27,000,000 ლარი;
  • საპატრიარქო - 25,000,000 ლარი;
  • დაზვერვის სამსახური - 21,000,000 ლარი;
  • სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური - 19,000,000 ლარი;
  • სპეციალური საგამოძიებო სამსახური - 18,000,000 ლარი;
  • უზენაესი სასამართლო - 17,400,000 ლარი;
  • სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო - 15,000,000 ლარი;
  • სახალხო დამცველის აპარატი - 11,500,000 ლარი;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭო - 10,560,000 ლარი;
  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 9,600,000 ლარი;
  • სსიპ - ანტიკორუფციული ბიურო - 8,500,000 ლარი;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური - 8,000,000 ლარი;
  • საკონსტიტუციო სასამართლო - 6,200,000 ლარი.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის