საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.7% შეადგინა, ხოლო 2024 წლის საშუალო რეალური ზრდა 9.5%-ით განისაზღვრა.
2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია.
კლების ტენდენცია კი დაფიქსირდა დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში.
საქსტატის მონაცემებით, დეკემბერში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6 045 იყო, რაც წლიურად 16.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამასთან, დეკემბერში ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წლიურად 10.1%-ით გაიზარდა და 16.5 მლრდ ლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, მთავრობამ 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს რამდენჯერმე გადახედა საბოლოოდ კი 9%-მდე გაზარდა. 2025 წლის ბიუჯეტი კი 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.
„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.