USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
2024 წელს გლდანის რაიონში 7 მრავალფუნქციური სკვერი და 5 სპორტული მოედანი მოეწყო
Date:  642
2024 წელს გლდანის რაიონში 7 მრავალფუნქციური სკვერი და 5 სპორტული მოედანი მოეწყო. ამის შესახებ რაიონის გამგებელმა, ბესიკ კალაძემ გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
 
 „მიმდინარე წელს გლდანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურა 102 034 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელი 25 მისამართზე მოეწყო; რაიონს 7 მრავალფუნქციური სკვერი შეემატა; სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება-რეაბილიტაცია 87 მისამართზე ჩატარდა; საბავშვო-გასართობი ატრაქციონები კი 4 მისამართზე განთავსდა; გრუნტის დამჭერი კედლის და კიბე-პანდუსის მოწყობა 7 მისამართზე დასრულდა; 44 მისამართზე ჩატარდა სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, 5 მისამართზე სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოეწყო, 20 მისამართზე კი - რეაბილიტირდა“, - აღნიშნა ბესიკ კალაძემ.
 
ამასთან, გამგებლის ინფორმაციით, ოთხ მისამართზე საერთო სარგებლობის 20 აივნის გამაგრება განხორციელდა. შშმ პირებისთვის ლიფტისა და ელექტრო პანდუსის მოწყობის სამუშაოები კი 4 მისამართზე ჩატარდა.
 
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს 237 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის, სახურავი და წყალსაწრეტი მილები 90 მისამართზე შეიცვალა; 44 ლიფტის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა და 33 კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა.
 
მიმდინარე წელს გამგეობამ სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო 7 ღონისძიება ჩაატარა.
 
პრეზენტაციას დედაქალაქის საკრებულოს წევრები, თბილისის მთავრობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way