USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
2023 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმები - TOP 10
дата:  655

ყველა დროის ყველაზე პოპულარული თოჯინების ისტორია, ფილმად ქცეული ვიდეო თამაშები და ცნობილი ანიმაციების თანამედროვე ადაპტაციები - თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2023 წელი კინომანებისათვის განსაკუთრებულად მრავალფეროვანი აღმოჩნდა და ეს კინოთეატრების შემოსავლებზეც აისახა.

BM.GE 2023 წლის გლობალურად ყველაზე შემოსავლიანი ფილმების TOP 10-ს Comscore-ის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ.

მიმდინარე წელი იმით იყო გამორჩეული, რომ წლების შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა რეიტინგების სათავეში დამოუკიდებელი ფილმი მოექცა, რომელიც სერიების ნაწილი არ არის. ამავდროულად, ათეულში შემავალი ფილმების ნახევარი მიმდინარე სერიის ნაწილია, ერთიც კი “დისნეის” ანიმაციის "რიმეიკი".

გარდა ამისა, “მარველის” სტუდიის ფილმები, რომლებიც, როგორც წესი, რეიტინგის მოწინავე ადგილებს იკავებენ, ამჯერად TOP 10-ში ორი პოზიციითაა წარმოდგენილი.

2023 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების TOP 10:

10. ენტმენი და კრაზანა: კუანტუმანია - Ant-Man and the Wasp: Quantumania

პრემიერია: 17 თებერვალი, 2023

შემოსავალი: $476,3 მილიონი
სტუდია: Marvel

9. ელემენტები - Elemental

პრემიერა: 16 ივნისი, 2023

შემოსავალი: $479,8 მილიონი
სტუდია: Disney Pixar

8. შეუსრულებელი მისია 7: სასიკვდილო ანგარიშსწორება - MISSION: IMPOSSIBLE - DEAD RECKONING

პრემიერა: 12 ივლისი, 2023

შემოსავალი: $567,5 მილიონი
სტუდია: Paramount Pictures

7. პატარა ქალთევზა - Little Mermaid

პრემიერა: 26 მაისი, 2023

შემოსავალი: $568,8 მილიონი
სტუდია: Disney

6. ადამიანი ობობა: სამყაროს მიღმა - Spider-Man: Into the Spider-Verse (part 2)

პრემიერა: 2 ივნისი, 2023

შემოსავალი: $684,9 მილიონი
სტუდია: Columbia Pictures, Sony Pictures Animation

5. ფორსაჟი 10 - Fast X

პრემიერა: 19 მაისი, 2023

შემოსავალი: $707,6 მილიონი
სტუდია: Universal Pictures

4. გალაქტიკის მცველები 3 - Guardians of the Galaxy Vol. 3

პრემიერა: 5 მაისი, 2023

შემოსავალი: $845,4 მილიონი
სტუდია: Marvel

3. ოპენჰაიმერი - Oppenheimer

პრემიერა: 21 ივლისი, 2023

შემოსავალი: $951,4 მილიონი
სტუდია: Universal Pictures

2. სუპერ მარიო ძმები. ფილმი - Super Mario Bros. Movie

პრემიერა: 5 აპრილი, 2023

შემოსავალი: $1.34 მილიარდი
სტუდია: Universal Pictures

1. ბარბი - Barbie

პრემიერა: 21 ივლისი, 2023

შემოსავალი: $1.44 მილიარდი
სტუდია: Warner Brothers

წყარო:https://bm.ge/

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати