USD 2.6932
EUR 3.1505
RUB 3.5713
Tbilisi
2023 წლის წინასწარი მონაცემებით, მშპ-ის მოცულობა მიმდინარე ფასებში 80 246.1 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 10.1%-ით აღემატება
Date:  487

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წლის წინასწარი მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 80 246.1 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 10.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2023 წელს, წინა წელთან შედარებით 7.5 პროცენტი შეადგინა.

„საქსტატის“ მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2023 წელს 2.5 პროცენტით განისაზღვრა.

„მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (15.6 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.2 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.5 პროცენტი), მშენებლობა (7.9 პროცენტი), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (6.9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.2 პროცენტი), ინფორმაციისა და კომუნიკაცია (5.9 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.2 პროცენტი).

2023 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (13.6 პროცენტი), მშენებლობა (17.2 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (27.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (13.7 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (13.3 პროცენტი), განათლება (18.9 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (19.1 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (3.3 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (7.1 პროცენტი).

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-15.4 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-2.5 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.8 პროცენტი)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

World
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way