USD 2.7415
EUR 3.0686
RUB 3.3973
Tbilisi
2023 წლის პირველ კვარტლში საქართველოს ეკონომიკის ზომა 16.4 მილიარდი ლარი იყო
Date:  1540

საქსტატმა 2023 წლის პირველი კვარტლის მშპ-ის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის ზომა პერიოდის განმავლობაში 16.4 მილიარდი ლარი იყო. წინა წელთან შედარებით კი მშპ-ის ზრდამ კი 6.8% შეადგინა.

სექტორებს შორის ზომით #1 ადგილზეა საბითუმო და საცალო ვაჭრობა, რომლის კონტრიბუციაც მთლიან შიდა პროდუქტში 2 მილიარდ ლარს შეადგენდა. ამასთან, ვაჭრობის სფერო წლიურად 14%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 1.7 მილიარდით. ამ სფეროში ეკონომიკური აქტივობა წინა წლის ანალოგიურია. რაც შეეხება ყველაზე მაღალ ზრდის ტემპს, ის IT, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროშია, რომელიც წლიურად 44%-ით არის გაზრდილი.

ეკონომიკური ზრდა სექტორების მიხედვით:

● საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 2.06 მილიარდი ლარი, ზრდა წინა წელთან 14%
● უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 1.7 მილიარდი ლარი, ზრდა წინა წელთან 0%
● დამამუშავებელი მრეწველობა - 1.33 მილიარდი ლარი, კლება წინა წელთან -7%
● მშენებლობა - 930.2 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 15%
● ლოგისტიკა - 846.2 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 3%
● განათლება - 803.3 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 13%
● საფინანსო და სადაზღვევო სექტორი - 791.6 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 7%
● ინფორმაცია და კომუნიკაცია - 784.7 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 44%
● სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 758.4 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -2%
● ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 625.9 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -13%
● ხელოვნება, გართობა და დასვენება (მათ შორის აზარტული თამაშები) - 602.3 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 17%
● ენერგეტიკა - 515.3 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 0%
● ტურიზმი - 436.8 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 16%
● პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 323.7 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 5%
● სამთომოპოვებითი მრეწველობა - 184.8 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -11%
● ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 170.3 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 33%
● წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა - 134.6 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 0%
● სხვა სახის მომსახურება - 133.6 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 23%
● შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის - 21.4 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 38%.

tbilisi
თბილისის მერია - ცოტნე დადიანის ქუჩა N2-თან მოძრაობა კვლავ შეზღუდულია - ავარიული კორპუსის იატაკის შემდეგ, არსებობს ფასადის ჩამონგრევის საფრთხე

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-თან მდებარე ავარიული კორპუსის იატაკის ჩამონგრევის შემდეგ, არსებობს შენობის ფასადის ჩამოშლის საფრთხე, რის გამოც, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება კვლავ შეზღუდული რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალისტებისგან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შესაძლო ვიბრაციების გამოწვევის გამო, მისამართზე აიკრძალა, როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.

„მომხდარის გამო დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე მიმართულებით, საექსპერტო კვლევა მიმდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, მისამართზე დაიგეგმება საჭირო სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

სამსართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში იატაკი 4 მაისს ჩაინგრა. შემთხვევის ადგილი ლითონის ღობით შემოისაზღვრა და ტერიტორიაზე გადაადგილება აიკრძალა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way