USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
2023 წლის მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 90-ე ადგილზეა
Date:  494

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ სახელმწიფოდ კვლავ ფინეთი დასახელდა. ამის შესახებ CNN-ი World Happiness Report-ის ყოველწლიურ რეიტინგზე დაყრდნობით წერს.

ტელეარხის ცნობით, ფინეთი რეიტინგის ლიდერი ზედიზედ მეექვსედ გახდა. პირველ ათეულში ასევე შევიდნენ: დანია, ისლანდია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, შვეიცარია, ისრაელი, ლუქსემბურგი და ა.შ. საქართველო რეიტინგში 90-ე ადგილზეა.

რეიტინგის შედგენისას ექსპერტები ითვალისწინებენ ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, სოციალური მხარდაჭერა, კორუფციის დონე, მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური სისტემების მუშაობის ხარისხი, თავისუფლების ხარისხი და სხვა.

ფინეთი 

წყარო: https://edition.cnn.com

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way