მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ სახელმწიფოდ კვლავ ფინეთი დასახელდა. ამის შესახებ CNN-ი World Happiness Report-ის ყოველწლიურ რეიტინგზე დაყრდნობით წერს.
ტელეარხის ცნობით, ფინეთი რეიტინგის ლიდერი ზედიზედ მეექვსედ გახდა. პირველ ათეულში ასევე შევიდნენ: დანია, ისლანდია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, შვეიცარია, ისრაელი, ლუქსემბურგი და ა.შ. საქართველო რეიტინგში 90-ე ადგილზეა.
რეიტინგის შედგენისას ექსპერტები ითვალისწინებენ ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, სოციალური მხარდაჭერა, კორუფციის დონე, მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური სისტემების მუშაობის ხარისხი, თავისუფლების ხარისხი და სხვა.

ფინეთი
წყარო: https://edition.cnn.com
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.