USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
2023 წლის 8 ივნისის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.5 მილიარდი ლარია.
თარიღი:  613
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის 2023 წლის მაისის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2023 წლის მაისის ჩათვლით 46.1%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 7.2% შეადგინა.
 
2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 3.47 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 556 მილიონი ლარია.
 
საინვესტიციო პორტფელის ყოველთვიური ანგარიშები იხილეთ ბმულზე:
 
 
2023 წლის 8 ივნისის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.5 მილიარდი ლარია.
 
წმინდა ამონაგები, კი 584.5 მილიონ ლარს შეადგენს.
 
საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 405 ათასი ადამიანია.
 
დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,781 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 10,668,997.13 ლარს შეადგენს.
 
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის