USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
2023 წლის 7 ივლისის შეჯამება უკრაინაში
თარიღი:  
- ბახმუტის სამხრეთით, კლიშჩიივკასათვის ბრძოლა საბოლოო ფაზაშია შესული. უკრაინელმა სამხედროებმა მოახერხეს და დასახლების ირგვლივ (ძირითადად დასავლეთით) ყველა საკვანძო პუნქტი დაიკავეს. რუსული ნაწილები ცდილობენ პოზიციების შენარჩუნებას, რასაც თან დიდი რაოდენობით მსხვერპლი და ტყვედ ჩავარდნა ახლავს. დასახლება ოდნავ უფრო დაბლობზე (ტაფობზე) მდებარეობს, ვიდრე მის აღმოსავლეთით და დასავლეთით არსებული ტერიტორია. დასახლება ერთიან სივრცეში არ არის წარმოდგენილი და რამდენიმე, სიბრტყეზე გაშლილი უბნისაგან შედგება. თუკი უკრაინელებმა მისი გათავისუფლება შეძლებს ბახმუტის ირგვლივ რუსული პოზიციების დაკარგვამ შეიძლება დაჩქარებული ხასიათი მიიღოს, რადგან ისეთი დასახლება როგორიც ოპიტნეა, თითქმის სრულადაა განადგურებული და მისი ეფექტური დაცვა რუსებს გაუჭირდებათ და სამხრეთიდან ბახმუტის ბლოკირება შესაძლებელი შეიქმნება. კლიჩშიივკას ირგვლივ ბორცვებზე შეფენილი ტყე აკრავს, რომელიც თავდაცვისათვის ერთგვარ ბარიერს ქმნიდან. არსებულ ინფორმაციით ახლა ის უკვე უკრაინელთა ხელშია. მაგრამ ქვეითთა და ტექნიკის ინტენსიურ შტურმთან ერთად მიმდინარეობს საარტილერიო დუელიც, რომელშიც უკრაინელებს აქვთ უპირატესობა.
თუკი უკრაინელებმა დასახლების აღება შეძლეს, ბახმუტისაკენ მიმავალი რკინიგზის ხაზი გადაჭრილი იქნება ხოლო ოპიტნესაკენ გზა გაიხსნება.
- სამხრეთში, დონეცკისა და ზაპორიჟიას საზღვრის სიახლოვეს, უკრაინელები კვლავ უტევენ ნოვოდონეცკეს, თუმცა სხვა დანაყოფებმა დასახლების შემოვლა დაიწყეს და სამხრეთით, რუსები სიღრმეში წაწევა შეძლო. ეს რუსულ თავდაცვის პოზიციებს დასახლების ირგვლივ, ცხადია, მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს.
- დასავლური პრესა კვლავ აქტიურად აშუქებს ენერჰოდარის (ზაპორიჟია) ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ არსებულ პროცესებს. ზოგადი მდგომარეობა არასახარბიელოა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სადგურის რამდენიმე რეაქტორის სახურავზე მართლაც შეიძლება იყოს ნაღმები განთავსებული, ხოლო მდინარე დნეპრი პრაქტიკულად აღარ მიედინება სადგურის სიახლოვეს (კაშხლის აფეთქების გამო წყლის დონემ კატასტროფულად დაიწია). ამ ფონზე უცნობია გამაგრილებელი სისტემის რეზერვუარის მდგომარეობა. თუმცა იმ ფონზე რომ დასავლეთის ყურადღება აქეთკენაა მიპყრობილი, პირდაპირი აფეთქების საფრთხე შემცირებულია, მაგრამ საოკუპაციო ძალებისაგან არაფერია გამორიცხული.
- შედგა ტყვეთა გაცვლა. უკრაინელებმა შინ 45 ტყვე დაიბრუნეს. ისინი უკიდურესად გამხდრები არიან. რუსული ძალების მხრიდან ტყვეთა არაჰუმანური მოპყრობა ჩვეულ ამბადაა ქცეული.
- ზელენსკი პოლიტიკურ ტურნეს განაგრძობს. ჩეხეთის შემდეგ იგი სლოვაკეთს ეწვია ბოლოს კი თურქეთში ჩადის და ერდოღანთან უნდა გამართოს შეხვედრა. რუსები განსაკუთრებით ამ ტურზე ნერვიულობენ.
- აშშ უკრაინას კასეტურ შეიარაღებას გადასცემს. აფეთქების შემდეგ საფანტივით გაშლილი ნამსხვრევები ეფექტურია, როგორც ნაღმების ისე ცოცხალი ძალის წინააღმდეგ. ანუ კასეტური შეიარაღება ნიშნავს, რომ რაკეტის მიერ მიზნის განადგურებასთან ერთად გარემოში მდებარე სხვა ლოკაციებიც დაზარალდება. ეს კი მოწინააღმდეგის რიგებში ფართო სივრცეზე მიყენებულ ზარალს გულისხმობს, ხოლო მდელოებზე ნაღმების განეიტრალებისათვის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს.
იმიტომ იკავებდა აშშ თავს რომ კასეტური შეიარაღების გამოყენება მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის მიერაა აკრძალული. თუმცა აღნიშნულ კონვენციას აკრძალვის შესახებ არც აშშ, არც რუსეთი, არც უკრაინა და არც საქართველო მიერთებული არა არის.
მიყევი ბმულს - გიორგი კობერიძე
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის