USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
2023 წლის 21 ივნისის შეჯამება უკრაინაში
თარიღი:  370
- ინტენსიურია საბრძოლო მოქმედებები ლუგანსკის ოლქში. შეტაკებები გრძელდება კრემინას ტყეშიც, სადაც რუსებმა რამდენიმე ათეული მეტრით წაიწიეს წინ. დანაკარგები ორივე მხრიდანაა. ოდნავ უფრო სამხრეთით, მდინარე ჩრდილოეთის დონეცის გადმოღმა უკრაინელებს აქვთ ინიციატივა - ისინი ბილოჰორივკადან შიპილივკას მიმართულებით ახორციელებენ იერიშებს. ამ შემთხვევაში რუსებს უწევთ დაცვაში ყოფნა. ზოგადად, კრემინას ტყე და ბილოჰორივკას მონაკვეთი ბოლო ექვსი თვეა პერიოდულად აქტიურდება და ფრონტის ხაზი მოძრავი ხდება.
 
- სამხრეთში ჟერებიანკა-ვასილივკას მონაკვეთი ისევე როგორც ველიკა ნოვოსილკას სამხრეთი ტერიტორია კვლავ ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონას წარმოადგენს. რუსები წერენ რომ დიდი დანაკარგებით ახერხებენ უკრაინელთა წინსვლის შეჩერებას, მაგრამ ვრცელდება ევგენი პრიგოჟინის ჩანაწერი, სადაც იგი აღნიშნავს, რომ რუსულ არმიას დანაკარგები კატასტროფული აქვს, რასაც თავდაცვის სამინისტრო მალავს და თუკი ერთ დღესაც უკრაინელები ყირიმში აღმოჩნდებიან არავის გაუკვირდეს მერეო. ზოგადად, პირველ ივლისამდე თუკი პრიგოჟინის "ვაგნერი" თავდაცვას არ დაექვემდებარა თეორიულად უკანონოდ გამოცხადდება ის, რის შემდეგაც მათ შორის დაპირისპირების ყველა პირობა შეიქმნება.
 
- ბახმუტის ირგვლივ, ამჯერად კი ბახმუტის ჩრდილოეთით ოკუპირებული ტერიტორიების წმენდა მიმდინარეობს უკრაინელთა მხრიდან. კვლავ ბევრია რუსი ტყვეების რაოდენობაც. ამასთან, ბახმუტის სიახლოვეს უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსული შვეულმფრენის ჩამოგდება მოახერხეს დღეს.
 
- ყირიმში, ფეოდოსიაში პარტიზანებმა რკინიგზა ააფეთქეს. რუსული ისედაც გართულებული ლოჯისტიკური ხაზები კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. დღემდე რუსული არმია მოწყობილია რკინიგზით მომარაგებაზე.
- ლატვია უკრაინას თავისი შვეულმფრენების სრულ შემადგენლობას გადასცემს, რის შემდეგაც ის აშშ-საგან გაუმჯობესებულ მოიერიშეებს მიიღებს.
 
- ზელენსკის ინტერვიუ იყო BBC-სთან. მან აღნიშნა, რომ ეს ჰოლივუდის ბლოკბასტერი არ არის და შედეგი ნელ-ნელა მიიღწევა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ როგორც უკრაინელები მიიჩნევენ საჭიროდ ისე ავითარებენ იერიშებს და არავის წინაშე ვალდებული არ არიან ნაჩქარევ მოქმედებებს მიმართონ. მეტიც, ზელენსკის თქმით, როდესაც მტერს 200 ათასი კვადრატული კილომეტრი აქვს დანაღმული იქ სწრაფად ვერ გადაადგილდები.
 
საბოლოოდ, უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ კონფლიქტის გაყინვა არ მოხდება და რომ კიევი ამას არ დასთანხმდება. როდესაც მას ატომურ ბომბზე ჰკითხეს, მან აღნიშნა, რომ პუტინი ამისათვის მზად არ არის, საკუთარი თავი და სიცოცხლე უყვარს და ეშინია, რომ ამის გამო მან სწორედ ეს შეიძლება დაკარგოს.
საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის