USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
თბილისი
2023 წელს საქართველოს რკინიგზით გადაზიდული სატრანზიტო ტვირთების ნახევარი რუსული იყო
თარიღი:  831

2023 წელს საქართველოს რკინიგზის მეშვეობით გადატანილი სატრანზიტო ტვირთების 47% რუსული იყო - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

2023 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 13.6 მილიონი ტონა იყო, რაც 2022 წელთან შედარებით 8.2%-ით ნაკლები იყო. გადაზიდვების კლება აისახა საქართველოს რკინიგზის შემოსავალზეც, რაც გასულ წელს შემცირდა. 2023 წლის 9 თვეში რკინიგზამ 481 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით 2%-ით ნაკლები იყო. თუმცა, 2023 წლის სრული ფინანსური შედეგები რკინიგზას ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ აქვს.

2023 წელს საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 27.4% მოდის ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე, 72.6% კი - ქვეყანაში შემოტანილზე.

"2023 წელს რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 47.4 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 26.5 პროცენტის გამომგზავნს - აზერბაიჯანი, 3.4 პროცენტისას - თურქმენეთი, 3.2 პროცენტისას - რუმინეთი, 2.8 პროცენტისას - ბულგარეთი, 2.3 პროცენტისას - თურქეთი, 1.3 პროცენტისას - ბელარუსი, 1.2 პროცენტი კი გამოგზავნილი იყო ჩინეთის მიერ,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

აღსანიშნია, რომ საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 28.9 პროცენტი მოდიოდა ლითონის მადანსა და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, 28.5 პროცენტი - ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 12.7 პროცენტი - საკვებ პროდუქტებსა და სასმელებზე.

წყარო:https://bm.ge

მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის