USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
2022 წელს აზარტული თამაშების სექტორმა ბიუჯეტში 146 მილიონ ლარი გადაიხადა
თარიღი:  1144

2022 წელს აზარტული თამაშების სექტორი ახალი რეალობის პირობებში შეხვდა. პირველი მარტიდან 25 წლამდე პირებს და საჯარო მოხელეებს თამაშის უფლება აეკრძალათ, ასევე აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამირებაც. 1 იანვრიდან შეიცვალა ონლაინ-თამაშების დაბეგვრის წესი. კერძოდ კი მათ უწევთ მოგების გადასახადის სახით გადაიხადონ მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის 10%, ანუ GGR-ის 10%.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით აზარტული თამაშების სექტორის მიერ გადახდილი გადასახადების და მოსაკრებლების მოცულობა 146 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2021 წელთან შედარებით 59 მილიონით მეტია.

ყველაზე მეტი თანხა ბიუჯეტში აზარტული თამაშების მოგების გადასახადიდან შევიდა. ის პირველ კვარტალში 70.8 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 14.9 მილიონი ლარით მეტია.

უფრო მეტად, 27 მილიონი ლარით გაიზარდა აზარტული თამაშების სექტორის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი, რაც სავარაუდოდ, ფიზიკურ სამორინეებში მომხმარებელთა რაოდენობის ზრდით არის განპირობებული. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, რაც ასევე ძირითადად ფიზიკური სამორინეების მიერ გადაიხდება, 17.3 მილიონი ლარით არის მომატებული.

2022 წლის პირველ კვარტალში აზარტული თამაშების სექტორის მიერ გადახდილი გადასახადები და მოსაკრებლები ასე ნაწილდება:

● მოგების გადასახადი - 70,844,369 ლარი; მატება წინა წელთან 27%;
● საშემოსავლო გადასახადი - 41,330,260 ლარი, მატება წინა წელთან 196%;
● დღგ - 5,025,280 ლარი, კლება წინა წელთან 5%;
● სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და სანებართვო მოსაკრებელი - 28,917,288 ლარი, მატება წინა წელთან 149%.

სექტორის მოსაკრებლებიდან მიღებული შემოსავლის მატება ფიზიკურ სამორინეებში შემოსავლების მატებას უკავშირდება, რადგანაც ის სათამაშო აპარატებიდან, სამორინეების მაგიდებიდან და წამახალისებელი გათამაშებებიდან მიღებულ მოსაკრებლებს მოიცავს.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის