USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
Тбилиси
2021 წლის პირველ კვარტალში კი ქართული ბანკების მოგებამ 412 მილიონი ლარი შეადგინა
дата:  2714

2021 წლის პირველ კვარტალში კი ქართული ბანკების მოგებამ 412 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შეასხებ ეროვნული ბანკის ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშებიდან ირკვევა. მონაცემების მიხედვიტ, 2021 წლის მარტში საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკის მთლიანი მოგება 166.3 მილიონი ლარი იყო. ბანკების შემოსავალი მარტის განმავლობაში 473 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით არის გაზრდილი. აქედან საპროცენტო შემოსავლები, ანუ მომხმარებელთა მიერ სესხების მომსახურებამ 334 მილიონი ლარი შეადგინა. მათ შორის ფიზიკური პირების სესხებიდან შემოსავალი 198 მილიონი ლარი (ზრდა 21%), იურიდიული პირების სესხებიდან შემოსავალი კი 136.7 მლნ ლარი იყო (ზრდა 24%). ბანკების საკომისიოების ჯამი წლიურ ჭრილში 85%-ით არის გაზრდილი და 37.6 მლნ ლარს შეადგენს, საკონვერსიო ოპერაციებიდან კი ბანკებმა 28 მილიონი ლარის მოგება მიიღეს.

რაც შეეხება ხარჯებს, 2021 წლის მარტში ბანკებმა 300.3 მილიონი ლარის ხარჯები გასწიეს. აქედან საპროცენტო ხარჯები 192.8 მილიონი ლარი იყო. მათ შორის დეპოზიტებზე დარიცხული სარგებელი 111.4 მილიონი ლარი, ბანკების სხვა ვალდებულებების მომსახურების საფასური კი 58 მლნ ლარი იყო. ამასთან, ბანკებმა მათი აპარატის შენახვაზე - ოფისებზე, თანამშრომლებსა და დირექტორთა საბჭოებზე ჯამში 65 მილიონი ლარი დახარჯეს. 11.3 მილიონი კი აქტივების შესაძლო დანაკარგების ბუფერში გადადეს. შედეგად წმინდა მოგებამ 166.3 მილიონი ლარი შეადგინა.

2020 წლის პირველ კვარტალში ბანკებს მოგების ნაცვლად 747 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდათ, რაც მათ მიერ სესხების შესაძლო დანაკარგებში 1.1 მილიარდი ლარის დარეზერვებამ განაპირობა.

Тбилиси
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати