USD 2.6981
EUR 3.1150
RUB 3.3704
Tbilisi
2021 წლის ოსკარის გამარჯვებულები
Date:  1501

ლოს-ანჯელესში ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების, რიგით 93-ე ცერემონია გაიმართა.

გამარჯვებული ქლოე ჟაოს დრამა Nomadland გახდა. სურათმა საუკეთესო ფილმის, რეჟისორისა და მსახიობი ქალის კატეგორიებში გაიმარჯვა.

2021 წლის ოსკარების დაჯილდოების ცერემონიის გამარჯვებულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

საუკეთესო ფილმი

Nomadland

საუკეთესო რეჟისორი

ქლოე ჟაო (Nomadland)

საუკეთესო მსახიობი კაცი

ენტონი ჰოპკინსი (The Father)

საუკეთესო მსახიობი ქალი

ფრენსის მაკდორმანდი (Nomadland)

საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში

დენიელ კალუია (Judas and The Black Messiah)

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში

იუნ იუჰ-ჯუნგი (Minari)

საუკეთესო სცენარი

Promising Young Woman

საუკეთესო ანიმაცია

Soul

საუკეთესო საერთაშორისო ფილმი

Drunk (დანია)

საუკეთესო მუსიკა

Soul

საუკეთესო სიმღერა

Judas and The Black Messiah

საუკეთესო კოსტიუმები

Ma Rainey's Black Bottom

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი

My Octopus Teacher

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი

Colette

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი

Two Distant Stranger

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია

If Anything Happens I Love You

საპატიო ოსკარი

ტაილერ პერი

 

World
რესპუბლიკელი კონგრესმენი ტიმ ბურჩეტი: თუ ოდესმე გასაჯაროვდება უცხოპლანეტელების შესახებ არსებული ინფორმაცია, ბევრს ღამე არ დაეძინება

რესპუბლიკელი კონგრესმენის ტიმ ბურჩეტის თქმით, ვაშინგტონის მიერ ოდესმე თუ გასაჯაროვდება უცხოპლანეტელების შესახებ არსებული ინფორმაცია, ბევრს ღამე არ დაეძინება. ამის შესახებ New York Post წერს.

„უბრალოდ ამას ვიტყვი - თუ ისინი გაასაჯაროებდნენ იმას, რაც მე ვნახე, თქვენ ღამე ვერ დაიძინებდით, ამაზე ფიქრში იქნებოდით“, - თქვა ბურჩეტმა Newsmax-ის წამყვანთან, რობ ფინერტთან საუბარში.

ბურჩეტმა, რომელიც წარმომადგენელთა პალატის საიდუმლო ფედერალური მასალების დეკლასიფიკაციის სამუშაო ჯგუფის წევრია - გაიხსენა, რომ ორი კვირის წინ მიიღო ინფორმაცია „ერთ საკითხზე“, რომელიც არამიწიერ სიცოცხლეს ეხებოდა და რომლის გასაჯაროებაც „დედამიწას თავდაყირა დააყენებდა“ და ქვეყანას „შოკში ჩააგდებდა“.

„ხალხი პასუხებს მოითხოვდა“, - განაცხადა ბურჩეტმა, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა.

გადაცემაში წამყვანმა ყოფილი კონგრესმენის, მეტ გეცის ვიდეო აჩვენა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ იცოდა ადამიანი-უცხოპლანეტელების ჰიბრიდული პროგრამების შესახებ.

ბურჩეტმა ამ განცხადებაზე პირდაპირი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

„მე ისევ კონგრესის წევრი ვარ, ამიტომ ვერ შევძლებ მეტის თქმას იმაზე, რაც მეტმა თქვა“, - აღნიშნა ბურჩეტმა.

„მოიცა, მართლა?“ - ოდნავ დაეჭვებით უპასუხა ფინერტიმ.

„100%-ით სერიოზულად ვამბობ“, - უპასუხა ბურჩეტმა

კონგრესმენმა ტიმ ბურჩეტმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს „ინფორმაციის სრულ გამჟღავნებას“ მიუხედავად იმისა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სიმართლეს საზოგადოებაზე.

„ხალხს აქვს უფლება იცოდეს, ეს თქვენი გადახდილი გადასახადებია. მოდი, ყველაფერი გამოვიტანოთ სააშკარაოზე“, - თქვა მან.

ბურჩეტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ სენსიტიურ საკითხებზე პასუხისმგებელი ადამიანები თავად პრობლემის გულში არიან.

„როდესაც ვარ დახურულ შეხვედრაზე და ვსვამ კითხვას პრეზიდენტის პოზიციებზე ამ თემებთან დაკავშირებით და რომელიღაც ამპარტავანი მეუბნება, რომ პრეზიდენტიც კი მხოლოდ იმაზეა ინფორმირებული, რაც საჭიროა იცოდეს - ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რაც რეალურად ხდება“, - აღნიშნა ბურჩეტმა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way