USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
თბილისი
2021 წლის განმავლობაში, საქართველოში 1.76 მლნ კვ/მ ფართობის ახალი შენობა-ნაგებობები აშენდა
თარიღი:  1321

2021 წლის განმავლობაში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს 1.76 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობი შეემატა. გასულ წელს ექსპლუატაციაში სულ 2,347 ახალი ნაგებობა შევიდა. 2020 წელთან შედარებით აშენებული უძრავი ქონების ფართი 3.9%-ით გაიზარდა. თუმცა, ის კვლავ ნაკლებია 2019 წლის შედეგებზე, როდესაც ქვეყანაში 2.5 მილიონი კვადრატული მეტრის უძრავი ქონება აშენდა.

ახალი უძრავი ქონების 56% საცხოვრებელ შენობებზე მოდის; გასულ წელს სულ 990,000 კვადრატული მეტრის 1,332 ახალი შენობა შევიდა ექსპლუატაციაში. ამაში შედის როგორც კერძო სახლები, ასევე მრავალბინიანი კორპუსები.

თბილისში გასულ წელს 569,000 კვადრატული მეტრის 577 ახალი საცხოვრებელი აშენდა. შესაბამისად, ახალი საცხოვრებლების 57% თბილისში შენდება.

ახალი საცხოვრებელი შენობების ფართობით მეორე ადგილზეა აჭარა, სადაც 190,000 კვადრატული მეტრის 47 ახალი ნაგებობა დასრულდა, ამ ობიექტების საშუალო ფართი 4,060 კვადრატული მეტრია.

რაც შეეხება სხვა დანიშნულებით აშენებულ ობიექტებს, გასულ წელს ქვეყანაში 256,878 კვადრატული მეტრის სავაჭრო სივრცე აშენდა, 46 ახალი სასტუმროს ფართი 132,330 კვადრატული მეტრია, 140 ახალი სამრეწველო ობიექტის ფართი 139,868 კვ/მეტრი, ხოლო 158 ახალი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაგებობების ფართი კი 96,781 კვადრატული მეტრია. უფრო დეტალურად, სამშენებლო სექტორის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ გრაფიკზე:

მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის