USD 2.6974
EUR 3.1398
RUB 3.3468
Тбилиси
2021 წლის ბიუჯეტი 18 384.5 მლნ ლარს შეადგენს
дата:  1082

2021 წელს მთავრობა 18 მილიარდ ლარს დახარჯავს. მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიით, წინა ვერსიასთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 1 313.1 მლნ ლარითაა გაზრდილი. 2021 წელს ხარჯის სახით გათვალისწინებული თანხა ასევე აღემატება 2020 წლის ბიუჯეტით დამტკიცებულ გეგმასაც. კერძოდ, სახელწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 2 460.7 მლნ ლარით და შეადგენს 18 384.5 მლნ ლარს.

ამასთან, 2021 წელს საბიუჯეტო ხარჯებში 890 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისი საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის.

„2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ასახულია დამატებითი ხარჯები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ინდექსაცია და მასწავლებელთა ხელფასების ზრდა კარიერული სქემის შესაბამისად. სახელმწიფო ბიუჯეტის წარმოდგენილ ვერსიაში მხოლოდ ხარჯვით ნაწილში 892.0 მლნ ლარამდე გათვალისწინებულია 2021 წელს COVID-19-თან დაკავშირებული ანტიკრიზისული ღონისძიებებისთვის“, - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარედგინა.

Тбилиси
ტაბახმელაში, დიდგორის ქუჩის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ტაბახმელაში, დიდგორის ქუჩის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
პროექტის ფარგლებში, საფეხმავლო ბილიკებზე დეკორატიული ფილები დაიგო. მოეწყო საბავშვო გასართობი ზონები - დამონტაჟდა სხვადასხვა სახის ატრაქციონი და შესაბამისი ინვენტარი სკვერის მთელ ტერიტორიაზე განთავსდა. ასევე, მოეწყო სხვადასხვა სახის ტრენაჟორი.
დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გამგეობის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და გამგეობის ბიუჯეტიდან 183 000 ლარი გამოიყო.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати